1-დან 21 დეკემბრის ჩათვლით შეგიძლიათ ორგანიზაცია “ხელი ხელს” ჩურჩხელები შეუკვეთოთ.

მათ გურჯაანში მდებარე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები დაამზადებენ.

ჩურჩხელების ფასი 1, 2 და 3 ლარია, მინიმალური შეკვეთის რაოდენობა კი – 10 ცალი.

ორგანიზაციის “ხელი ხელს” წარმომადგენელი გოჩა გაბოძე “17 მაისთან” ამბობს, რომ ამ აქციაში ჩართვით ადამიანები, გარდა იმისა, რომ უგემრიელეს ჩურჩხელებს მიიღებენ, შშმ პირების სოციალიზაციაშიც ჩაერთვებიან.

“ამ ადამიანების უმეტესობას სამსახურზე ხელი არ მიუწვდება, ამიტომ სხვადასხვა ხელობას სწავლობენ. მათ პენსიის გარდა სხვა თანხაც სჭირდებათ. ამიტომ, თუ შეკვეთას გააკეთებთ, გარდა იმისა, რომ უგემრიელეს ჩურჩხელებს მიიღებთ, მათ სოციალიზაციასაც ხელს შეუწყობთ.

ასეთი ჩურჩხელები თბილისობაზეც გვქონდა გამოტანილი და საკმაოდ წარმატებით გაიყიდა. ერთ-ერთმა რესტორანმაც შეიძინა, თან საკმაოდ დიდი რაოდენობა”.

ჩურჩხელების შესაკვეთად შეგიძლიათ “ხელი ხელს”-ს მათი ფეისბუქის გვერდზე მიწეროთ.

ჩურჩხელები

ჩურჩხელები 1

xeli xels

ფოტოები: “ხელი ხელს”

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s