ვენთვორთ მილერი

მას შემდეგ, რაც ვენთვორთ მილერმა რეჟისორის შემოთავაზებაზე, წასულიყო რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, რუსეთში გეი უფლებების კუთხით არსებული ცუდი მდგომარეობის გამო, უარი განაცხადა, რეჟისორს შემდეგნაირი წერილი მისწერა:

“დიდი მადლობა მიწვევისთვის. სიამოვნებით წამოვიდოდი რუსეთში. თუმცა, როგორც გეიმ, უარი უნდა ვთქვა. ღრმად ვარ შეშფოთებული გეი ადამიანების მიმართ რუსეთის მთავრობის დამოკიდებულების გამო. არსებული სიტუაცია არანაირად არ არის მისაღები. სწორედ ამის გამო, არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ფილმების ფესტივალში, რომელსაც ასეთი ქვეყანა მასპინძლობს. ქვეყანა, სადაც ჩემნაირი ადამიანები მუდმივ დისკრიმინაციასა და წნეხის ქვეშ არიან. სადაც მათი უფლება, იცხოვრონ ღიად და ლაღად, მუდმივად უარყოფილი და უგულებელყოფილია. თუ კი მომავალში ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვლება, მზად ვარ დამოკიდებულება შევიცვალო”.

ჯოდი ფოსტერი

მსახიობმა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ 2013 წლის ოქროს გლობუსის დროს სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა:

“მე ქამინგ აუთი ათასი წლის წინ, ქვის ხანაში გავაკეთე. მაგრამ, დღეს გავრცელებულია, რომ ყველა ცნობილმა ადამიანმა თავისი პირადი ცხოვრების დეტალები უნდა გაასაჯაროვოს. სწორედ ამიტომ ვამბობ ხელახლა, რომ ჰომოსექსუალი ვარ”.

ჯეისონ კოლინზი 

NBA-ის 34 წლის კალათბურთელი ვარ. შავი ვარ. გეი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ამ თემაზე ხმამაღლა დავიწყე ლაპარაკი. ღიაობამ შეიძლება ყველა შეზღუდვა არ მოგიხსნას, მაგრამ დასაწყისისთვის კარგია. ეს ყველაფერი განათლების დონეზე დადის. შემიძლია ნებისმიერ მოთამაშეს დავუჯდე და ვესაუბრო, ვისაც ჩემი ქამინგ აუთი არ მოსწონს. იყო გეი, ეს არჩევანი არ არის. ეს რთული და გრძელი გზაა. გზა, რომელიც მარტომ უნდა გაიარო”.

რიკი მარტინი

“ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ჰომოსექსუალი კაცი ვარ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ ის, ვინც სინამდვილეში ვარ. ისე რომ გამეგრძელებინა ცხოვრება, როგორც აქამდე ვცხოვრობდი, ეს ყველაფერი ჩემი შვილების ბედნიერებასაც ავნებდა. სიჩუმისა და ფიქრის რამდენიმე წელიწადმა უფრო ძლიერი გამხადა და შემახსენა, რომ მიმღეობა შიგნიდან უნდა მომდინარეობდეს და რომ ღიაობა იყო იმ დადებითი ემოციების მიღების ერთადერთი შესაძლებლობა, რომლებიც აქამდე არც კი ვიცოდი თუ არსებობდა”.

რობი როჯერსი

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ რობი როჯერსმა 2013 წელს ფაქტობრივად, ისტორია შექმნა, როდესაც ლოს-ანჯელესის გალაქსის მოედანზე მატჩის დროს ერთ-ერთი მონაწილე ჩაანაცვლა. ის გახდა პირველი ღიად გეი მოთამაშე, რომელმაც ამერიკული ფეხბურთის ძირითად ლიგაში ითამაშა.

“აქამდე ვფიქრობდი, რომ მშიშარა და მხდალი ვიყავი. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. მე კი პლატფორმა მაქვს, საიდანაც შემიძლია ძალიან ბევრ ადამიანს ხმა გავაგონო და მათი როლური მოდელი ვიყო”.

ელტონ ჯონი

“ქამინგ აუთმა მომცა თავისუფლება იმისა, რომ ვიყო ის, ვინც სინამდვილეში ვარ. არ ვაპირებ, სადღაც კუთხეებში ვიმალებოდე. ძალიან ცუდია გეშინოდეს იმის, ვინც სინამდვილეში ხარ. ეს საშინელებაა”.

ელენ დიჯენერესი

“როდესაც გადავწყვიტე, ჩემი გადაცემის თემა ქამინგ აუთი უნდა ყოფილიყო, მივხვდი, რომ ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ მეც ხმამაღლა უნდა მელაპარაკა. არასდროს მინდოდა, რომ ლესბოსელი მსახიობი ვყოფილიყავი. არასდროს მსურდა, რომ გეი ადამიანების გამხმოვანებელი ვყოფილიყავი. მე ეს საკუთარი სიმართლისა და ჭეშმარიტებისთვის გავაკეთე”.

სინტია ნიქსონი

“არ ვფიქრობ, რომ სექსუალური ორიენტაცია შევიცვალე. მთელი ცხოვრების მანძილზე კაცებთან ვიყავი და არასდროს შემყვარებია ქალი. მაგრამ, როდესაც ქალი შემიყვარდა, ეს ჩემთვის განსხვავებული და უცნაური არ ყოფილა. მე ვარ უბრალოდ ქალი, რომელსაც ქალი შეუყვარდა”.

ვანდა საიკსი

“ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თავს დამესხნენ. საზოგადოებამ ჩემზე იერიში მოიტანა. ახლა კი მე მათ წინაშე ვდგავარ. ვამაყობ, რომ ქალი ვარ. ვამაყობ, რომ ფერადკანიანი ქალი ვარ. ვამაყობ, რომ ლესბოსელი ვარ”.

ჩედ ალენი

“საუკეთესო რჩევა, რაც კი ოდესმე გამიცია – ნუ გააკეთებთ ქამინგ აუთს, სანამ ის თქვენთვის კარგი ამბავი არ გახდება. როდესაც რაღაც ამბავი შენთვის კარგია, მაშინ დანარჩენებისთვისაც ასე იქნება. სხვა შემთხვევაში, ქამინგ აუთი შეიძლება დიდი კატასტროფა იყოს, რადგან შენ საკუთარი თავის სრულად გამოხატვის შესაძლებლობა არ გექნება”.

წყარო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

2 Comments

  1. რატომ წერთ ქამინგ ოუთ? ქათული სიტყვა არაფერი შეესაბამება? მესმის რომ სტატია ნათარგმნია, ეს მარტივადაა შესამჩნევი, მაგრამ თუ თარგმნით ქართულად, მაშინ დაწერეთ ქართული სიტყვებითა და ნორმალური სიტყვათა თანწყობით!!!! თუ არადა, უბრალოდ სტატია გადმოიტანეთ მთლიანად ინგლისურად და წავიკითხავთ ასე.

    Like

    პასუხი

  2. პატივცემულო სოფია, ტერმინი ქამინგ აუთი არის საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინი, რომელიც ყველა ენაში ასე გვხვდება. ქამინგ აუთი (ასევე შესაძლოა შეგხვდეთ როგორც ქამინ აუთი) არის სამეცნიერო ნაშრომებში აქტიურად გამოყენებადი (როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ კვლევებსა და სტატიებშიც) და დამკვიდრებული. თუკი მასალის ინგლისურად წაკითხვა გნებავთ, არც ეგაა პრობლემა, შეგიძლიათ დააკლიკოთ სტატიის ბოლოს განსხვავებული ფერით დაწერილ ფრაზაზე.
    დიდი მადლობა რომ გვკითხულობთ ❤

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s