ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ 78 წლის მოქალაქე ციალა ჯოჯუა უკვე 20 დღეზე მეტია მწოლიარე აქციას მართავს და თავისი საცხოვრებელი ბინის დაბრუნებას ითხოვს.

ციალა ჯოჯუას შვილი, გვარად ცირდავა ამბობს, რომ მას ბინა თაღლითური გზით წაართვეს და ამაში “ზუგდიდდასუფთავების” შესყიდვების სამსახურის თანამშრომელს, ზურაბ ალანიას ადანაშაულებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზუგდიდის მერიის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეს და მისი ოჯახის წევრებს მერიის ბინის ქირის პროგრამაში ჩართვა რამდენჯერმე შესთავაზეს, რაზეც ციალა ჯოჯუა უარს აცხადებს.

“ზუგდიდდასუფთავების” დირექტორი, ნუგზარ მალაშხია “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ ჯოჯუას ძველი ბინის საკომპენსაციოდ ორი ბინა გადაეცა, ალანიამ სწორედ ამ მიღება-ჩაბარების აქტს მოაწერა ხელი და ახლა მას ამის გამო ედავებიან.

მალაშხია ამბობს, რომ ციალა ჯოჯუამ თავისი ბინის განკარგვის მინდობილობა შვილს გადააბარა. ამის შემდეგ ცირდავამ თავისი და დედის საკუთრებაში არსებული ბინები გაყიდა. მალაშხია ვარაუდობს, რომ ახლა ჯოჯუას შესაძლოა შვილი აიძულებდეს ბინის მოთხოვნას.

“ციალა ჯოჯუა საკონსერვოს ქარხნის ყოფილი მუშა იყო. როდესაც 5 წლის წინ ზუგდიდის საკონსერვო ქარხნის ბინები განაწილდა, მუნიციპალიტეტთან არსებულმა საბინაო კომისიამ დაწერა ბრძანება და ამ ბრძანების საფუძველზე, ციალასაც მისცეს ერთი ოროთახიანი ბინა.

სოციალურად დაუცველმა ცირდავების ოჯახმაც მიიღო იმ საკონსერვო ქარხნის ბინა, ერთოთახიანი. მოგვიანებით, შვილმა დედის მინდობილობით, ორივე ბინა გაყიდა. ჯოჯუა ახლა იმ ძველი ბინის დაბრუნებას ითხოვს, რომლის საკომპენსაციოდაც ორი ბინა მიიღო.

ამ მწოლიარე აქციის ორგანიზატორი მისი შვილია. მათ ბინა რეალურად არ ეკუთვნით და ვფიქრობ, რომ ჯოჯუას შვილი მართავს და არიგებს, რა როგორ უნდა გააკეთოს”.

არის თუ არა ციალა ჯოჯუა შვილის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

სახალხო დამცველის აპარატის სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფისში “17 მაისს” განუცხადეს, რომ ისინი ჯოჯუას რამდენჯერმე შეხვდნენ, მისი მოთხოვნები მოისმინეს და საკითხის შესწავლა დაიწყეს.

სახალხო დამცველის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საქმის შესწავლა მიმდინარეობს და ის ყველა ასპექტს მოიცავს, მათ შორის ეკონომიკურ ძალადობასაც.

ეკონომიკური ძალადობა არის ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s