ელენე 39 წლისაა. მისი თქმით, ის ბავშვობიდან ისე ვერ ვითარდებოდა, როგორც სხვა ბავშვები. როცა გაიზარდა, თავისი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, არ იცოდა მომავალში რა უნდა ეკეთებინა, როგორ ეცხოვრა, ვინ იქნებოდნენ მისი მეგობრები. მაგრამ ისე მოხდა, რომ სოციალური თერაპიის სახლში დაიწყო სიარული და მისმა ცხოვრებამაც აზრი შეიძინა. ელენე ამჟამად სამზარეულო სახელოსნოში მუშაობს და ყოველდღიურად სხვადასხვა გემრიელ კერძს ამზადებს ცენტრის თანამშრომლებისთვის. გარდა მუშაობისა, ამ ცენტრში იგი ხატავს, ძერწავს და მღერის.

ელენემ ახლახან გაიგო, რომ 2016 წელს სოციალური თერაპიის სახლი, დაფინანსების შეწყვეტის გამო, შეიძლება დაიხუროს. მას ვერც კი წარმოუდგენია, თუ როგორ იცხოვრებს ამის შემდეგ.

“ახლა გავიგე, რომ 2016 წელს სოციალური თერაპიის სახლი შეიძლება დაიხუროს, რადგან ფული აღარ გვყოფნის. ეს ნიშნავს, რომ აქ ვეღარ ვივლი. ვეღარ გავაკეთებ ჩემს საქმეს, ვერ ვნახავ ჩემს მეგობრებს. უნდა ვიჯდე სახლში, სადაც ჩემი გასაკეთებელი არაფერია. ვერ წარმომიდგენია, რა იქნება.

როგორც ვიცი იმისათვის, რომ ჩვენი სახლი არ დაიხუროს, ყოველთვიურად ჩემთვის ვინმემ უნდა გაიღოს 400ლარი. თქვენ ხომ არ მოინდომებდით ამის გაკეთებას ჩემთვის?”

სოციალური ცენტრი დახმარებას ახლა საზოგადოებას სთხოვს და ცენტრის საბანკო ანგარიშს აქვეყნებს. ცენტრის დახურვას კი რამდენიმე მიზეზი აქვს:

2016 წლიდან, დაფინანსების შეწყვეტის გამო, ცენტრი შესაძლოა დაიხუროს. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფო კონკრეტულად ამ ცენტრისთვის დაფინანსების გაზრდას არ აპირებს და იგი კვლავ 11 ლარიანი ვაუჩერული დაფინანსებით დაფინანსდება.

აღნიშნული სოციალური ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეული “სოციალური თერაპიის სახლი” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, კერძოდ, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ზრდასრულ ადამიანებს 1990 წლიდან ემსახურება. თერაპიულ სახელოსნოებში 55 შშმ პირი საქმიანობს და ჩართულია მხატვრულ და კულტურულ აქტივობაში.

ცენტრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სულ 7 სხვადასხვა პროფილის სახელოსნო-საწარმო: საქსოვი, სადურგლო, სტამბა, სანთლების, ხელოვნების, მეორადი ქაღალდების და სამზარეულო, რომლებშიც ბენეფიციარები პროდუქციას ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებენ.

გარდა შშმ პირების სოციალური თერაპიისა, “კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. ორგანიზაციის მიერ თარგმნილი და გამოცემულია 18 წიგნი. ასევე ტარდება სხვადასხვა კურსები სოციალ-თერაპევტების მოსამზადებლად.

ცენტრის საბანკო ანგარიში:

KOR STANDARD Bank
Bank Code: KSBGGE22
Account Nb. GE46KS0000000000425916

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

One Comment

  1. მიმღების სრული სახელი დაწერეთ თუ შეიძლება

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s