50 წლის ბეჟან ბეჟანიშვილი მოსკოვის პროსპექტზე მდებარე მერიის უსახლკაროთა თავშესაფარში 2013 წლის დეკემბრიდან ცხოვრობს. ის აქ სასწრაფო დახმარების მანქანამ მას შემდეგ მოიყვანა, რაც ქუჩაში გაყინული იპოვა.

“22 წელია, ეპილეფსია მაქვს და ცუდად ვხდები ხოლმე. მაშინაც ასე იყო. ქუჩაში ვეგდე, მიპოვეს და აქ მომიყვანეს. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ.

სახლი 1998 წლიდან არ მაქვს, მაშინ დავკარგე ყველაფერი და ქუჩაშიც მას შემდეგ ვცხოვრობდი. ოჯახი არ მყავს. ერთი შვილი დამეღუპა, მეორე საფრანგეთში ცხოვრობს.

აქ ნორმალურად ვარ, ექიმები არიან, კვება და სითბო გვაქვს. ერთ კარავში 6 ადამიანი ვცხოვრობთ და ფაქტობრივად, ერთი ოჯახი ვართ”, – ამბობს ბეჟანიშვილი.

35 წლის ლალი ღორაშვილი კი უსახლკაროთა თავშესაფარში წელიწადნახევრის წინ თავისი ნებით მივიდა.

“წელიწადნახევარია აქ ვარ. მე ვითონ ჩამოვედი დედოფლისწყაროდან და აქ მოვედი. კახეთში ოჯახში არსებული მდგომარეობის გამო ვეღარ გავჩერდებოდი. ნორმალურად ვცხოვრობ, ყველანი კარგი ადამიანები არიან, ექიმებით დაწყებული. ადრე ვმუშაობდი კიდეც, მერე რაღაც მოხდა და ახლა სამსახური არ მაქვს, ვეძებ”.

თბილისის მერიამ თავშესაფარი უსახლკაროებისთვის მოსკოვის პროსპექტზე 2013 წლის დეკემბერში გახსნა. ახლა აქ დაახლოებით 170 ადამიანი ცხოვრობს. სულ 23 კარავია, თითო 10 ადამიანისთვისაა გათვალისწინებული.

ყველა კარავში არის ტელევიზორი და შეშის ღუმელი. შეშას უსახლკაროებისთვის თბილისის მერია ყიდულობს, “კათარზისი” კი ნაწილობრივ საკვებით, ასევე სარეცხი და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფს.

მერიის წარმომადგენელი “17 მაისთან” ამბობს, რომ თავშესაფრის ბინადრების რიცხვი ზამთარში 200-ს აღწევს, თუმცა მთლიანობაში 240 ადამიანის მიღება შეუძლია.

ამავე რაოდენობის ადამიანზე იქნება გათვლილი თავშესაფარი, რომელიც ლილოს დასახლებაში აშენდა და რომელშიც დღეს კარვებში მცხოვრები ადამიანები 15 დეკემბრამდე გადავლენ.

ახალ თავშესაფარში საპატრულო პოლიციას უსახლკაროების მიყვანის საშუალება არ ექნება და ის მხოლოდ საკუთარი სურვილით მისულ ადამიანებს მიიღებს.

“ზოგიერთ ადამიანს ოჯახები ჰყავს, ჩვენ ვეძებთ მათ და აქ მოსულებს სახლში ვაბრუნებთ. ასე ვიქცევით დაკარგული ადამიანების შემთხვევაშიც, ხშირად პატრულს ისეთები მიჰყავს, ვისაც მეხსიერება აქვს დაკარგული და არ იცის, სად ცხოვრობს.

ისეც ხდება, რომ საპატრულო პოლიციის მიერ მოყვანილებს აქ ყოფნა არ უნდათ. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ისეთი ხალხი, ვინც ყუთებში ცხოვრობს და საჭმელს ნაგვის ბუნკერებში ეძებს, აქედან 1 დღეში წასულა და ქუჩაში დაბრუნებულა”, – ყვება მერიის წარმომადგენელი “17 მაისთან”.

IMG_2987 IMG_2989 IMG_2992 IMG_2994 IMG_2995 IMG_2998 IMG_3003 IMG_3005 IMG_3009 IMG_3017 IMG_3022 IMG_3026 IMG_3029 IMG_3030

IMG_3031

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s