“დეპუტატ ჯაჭვლიანის მიერ შემოთავაზებული ცვლილება, რომლის თანახმადაც, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეების მოძრაობას აფერხებენ, გულისხმობს ტროტუარზე პარკირების პრობლემასთან ბრძოლის დღეს არსებული ერთადერთი, მეტ-ნაკლებად ეფექტური მექანიზმის გაუქმებას. ამდენად, მნიშვნელოვნად დაამძიმებს როგორც ზოგადად ფეხით მოსიარულეების, ისე მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივა სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულ სანქციებს ეხება.

“წარმოდგენილი კანონპროექტი საფრთხის შემცველია და (დამტკიცების შემთხვევაში) მნიშვნელოვნად გააუარესებს მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი პირდაპირ ავალდებულებს მოქალაქეს, გადაადგილდეს გზის მისთვის განკუთვნილ მონაკვეთზე, ტროტუარზე და  აწესებს აკრძალვას მოცემულ მონაკვეთზე ავტომობილის გაჩერებისთვის.

შემოთავაზებული კანონპროექტის წარმოდგენილი ფორმით მიღების შემთხევაში, ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისთვის, რომელიც შეიძლება აფერხებდეს მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას, სანქციის სახით დაწესებული პასუხისმგებლობა – დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა აღარ იარსებებს. შესაბამისი ორგანოები მხოლოდ საჯარიმო ქვითრის ამოწერით შეიძლება შემოიფარგლონ, რაც, ვფიქრობთ, არასაკმარისი საშუალებაა და საკმარისად ვერ მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს.

საქართველოს დედაქალაქში დღესაც ხშირია ავტომობილის ტროტუარზე გაჩერების შემთხვევები, რაც აფერხებს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულიად გაუვალს ხდის ტროტუარს ქვეითებისთვის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და იმ ადამიანების მდგომარეობაზე, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დადიან ქუჩაში, რადგანაც მათთვის განსაკუთრებით რთულია ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილისთვის გვერდის ავლა”, – ნათქვამია განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი დეპუტატ ჯაჭვლიანის ინიციატივას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s