საჯარო რეესტრი ამონაწერის ბრაილის შრიფტზე გაცემას იწყებს – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა.

“მიხარია, რომ იუსტიციის სამინისტროში გრძელდება ის რეფორმატორული და სამართლებრივი ტრადიცია, რაც ნიშნავს რომ შშმ პირების საკითხები, მათ შორის პრობლემები უნდა დავინახოთ უფლებრივ ჭრილში, რადგან ეს თანამედროვე სამყაროში უკვე აღარ არის მხოლოდ ჯანდაცვის პრობლემები. ეს არის ადამიანის უფლებების ჭრილში შესაფასებელი საკითხები. ამიტომაც, ჩვენი სისტემის კარი ღიაა შშმ პირების დახმარებისთვის. თუნდაც მხოლოდ საჯარო რეესტრში 20-მდე შშმ პირი მუშაობს.

ჩვენ დღეს ჩვენს შშმ პირებს ვაცნობეთ, რომ საჯარო რეესტრი უკვე იწყებს ამონაწერის ბრაილის შრიფტზე გაცემას, რაც ხელმისაწვდომს გახდის ქონებრივი უფლებების რეალიზაციას მათთვის, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც 3 დეკემბერს აღინიშნება, 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

ცნობისთვის, გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში მოსახლეობის 15% შეზღუდულიშესაძლებლობისაა. ხოლო, საქართველოს მთავრობამ 2013 წელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s