„ზოგიერთებს, ძირითადად, მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ფემინიზმი არის სალანძღავი სიტყვა, მე კი მეამაყება, რომ ვარ ფემინისტი“, – ეს იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტის განხილვისას თქვა. თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში ქალები საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენენ, ამიტომ ისინი პარლამენტში დღევანდელზე უკეთ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

“ფემინიზმი არ ნიშნავს იმას, როგორც ეს ზოგიერთს შეიძლება ეგონოს, რომ მე მინდა გავხდე „შტანგისტი” ან ძიუდოისტი. ფემინიზმი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უფლებები იყოს ზუსტად ისევე დაცული, როგორც საზოგადოების დანარჩენი ნაწილის.

ჩვენ ვართ უმრავლესობა. ქალები საქართველოს საზოგადოებაში ვართ ნახევარზე მეტი. ეს არის დემოგრაფიული რეალობა. ბევრი უბედურების შედეგი, თუნდაც 90-იანი წლების. უბედურებების კასკადმა მოიტანა ის, რომ ქალები ვართ საზოგადოების უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ, რომ პარლამენტშიც, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოა, ვიყოთ უკეთესად წარმოდგენილი. ხაზს ვუსვამ სიტყვას ‘უკეთესად’. ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რაც ხდება საფრანგეთში, რაც, ჩემი აზრით, მეორე უკიდურესობაა, სადაც პარლამენტი ვერ შედგება თუ წევრთა ნახევარი ქალი არ არის და ნახევარი კაცი. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ უკეთესად ვიყოთ წარმოდგენილი.

მართლია წინა ხელისუფლების დროს 9 ქალი იყო პარლამენტში და დღეს მგონი 15-მდეა, ეს არ არის ის რიცხვი, რაც ეკუთვნის საზოგადოების ნახევარზე მეტს” , – თქვა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თემურ ჭკუასელის მიერ წინა სხდომაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ “კაცებს უფრო გლობალური აზროვნება აქვთ” და თქვა, რომ ქალების და კაცების აზროვნება მართლაც სხვადასხვაგვარია.

„დიახ, მამაკაცები სხვანაირი ჭრილიდან უყურებენ მოვლენებს, ჩვენ სხვანაირი ჭრილიდან ვუყურებთ იმავე მოვლენებს. ზოგი ამას დაარქმევს, რომ ჩვენ ზემოდან ვუყურებთ მოვლენებს უფრო გლობალურად, ქალებს კი უფრო დეტალებში უყვართ კირკიტი. ამიტომაც ვავსებთ ერთმანეთს.

თქვენმა ნათქვამმა წინა სხდომაზე კრიტიკა გამოიწვია, მე ძალიან არ მომწონს ეს კრიტიკა. დიახ, სწორედ ასეა, რომ ჩვენ სხვადასხვანაირად ვუყურებთ მოვლენებს, იმიტომ რომ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები ვართ და გვინდა, რომ ორივე ვიყოთ წარმოდგენილი პარლამენტში ისე, რომ სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანო გვქონდეს. ნურავის ეწყინება, მაგრამ დღეს საქართველოს არ აქვს სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანო. ასე იყო წინა პარლამენტიც და იმის წინაც.

დიდი მადლობა ბატონ თემურს, მისთვის ადვილი არ იყო გამოსულიყო ამ ტრიბუნასთან ამ იდეის მხარდასაჭერად, მაგრამ მან ეს გააკეთა.

კაცები არ ვყოფილვართ, მაგრამ სამწუხაროდ, მიწევს კაცივით მოქცევა, საკუთარი უფლებები რომ დავიცვა, კაცივით მოქცევა ნიშნავს ჩხუბს, ეს არაა ქალისთვის კარგი სანახავი. ეს მიწევს იმისათვის, რომ ქალის უფლებები, მათ შორის პარტიაში იყოს უკეთესად დაცული.

ჩავხედოთ წინა არჩევნების სიებს: კაცი, კაცი, კაცი, კაცი, მერე უცებ გაახსენდებათ,  რომ უი, ქალიც ხომ გვყავს და ჩაწერენ ქალებს. პარტიულ სიებში ქალები არ არიან  იმ ადგილებზე, რომელიც შეიძლება, გამსვლელი იყოს.

ამ ინიციატივას ჩვენ ჩვენთვის არ ვუჭერთ მხარს. მე საერთოდ არ მყავს პარტია. მე ვსაუბრობ იმ გოგონებზე, ვინც აქ სხედან, სტუდენტები არიან. დღეს პარლამენტის კარი ქალებისთვის არის ჭუჭრუტანის ზომის და ამ ჭუჭრუტანაში თუ ვერ გაძვერი, ვერ გაძვერი. ამიტომ, გავაღით ეს კარი უფრო ფართოდ“, – თქვა თეა წუკულიანმა.

თეა წულუკიანის გამოსვლა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s