მოგესალმებით,

მე კატო ვარ

მე, შშმ სტატუსის მატარებელი ვარ.

უკეთესად რომ აგიხსნათ, ყავარჯნით დავდივარ და როცა საქმე უფრო სერიოზულადაა ( როცა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო რთულდება) ეტლში მიწევს ჩაჯდომა.

ხშირად მეუბნებიან ქუჩაში უტაქტო ადამიანები სისულელეებს, სოციალურ ქსელშიც ათას უაზრობას მწერენ, ვისაც არ ეზარება ცდილობს დამამციროს, ზოგი ავადმყოფს მეძახის, ზოგი მახინჯს, არიან ისეთებიც, რომლებიც ჩემზე ბრაზობენ და ყველაფერს ცუდს ერთად მწერენ… მე კი ამ ყველაფრის შემხედვარეს ხან მეცინება, ხან მეტირება…. არა, იმიტომ კი არ მეტირება, რომ თავს ცუდად და შეურაცხყოფილად ვგრძნობ, იმიტომ, რომ ადამიანები არ აფასებენ იმას, რაც აქვთ. სისულელეებში და ნეგატივში ხარჯავენ დროის ულამაზეს წუთებს და ვერ აცნობიერებენ, რა დიდი ბედნიერებაა, როცა ხარ ჯანმრთელი და ამ ქვეყნად სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა… მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, მიუხედავად ყველაფრისა საკუთარი თავი ვიპოვე და ცხოვრება მიხარია. მყავს უმაგრესი დედა და უძლიერესი ბებია, მყავს ისეთი ადამიანები გარშემო რომლებსაც ვუყვარვარ, მაფასებენ, პატივს მცემენ და რომლებისგანაც არასოდეს მიგვრძნია ჩემი “განსხვავებულობა”…

დიახ, მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ, . ამ ქვეყნად ყველა არსების შესაძლებლობები შეზღუდულია. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მაგრამ არაზუსტი ფორმულირების გამო, დანარჩენი სამყაროსგან გამოყოფას არ ვაპირებ. არ მსურს, რამე სხვა, უკეთეს სახელს მარქმევდნენ. მინდა მიღებდნენ, არ უარმყოფდნენ. მინდა ვიყო ის, ვინც ვარ და მიწოდებდნენ იმას, რაც ვარ….
მე ძალიან მინდა რომ სიტყვა “ინვალიდი” არ აშინებდეს და აფრთხობდეს ადამიანებს. მჯერა, ეს შესაძლებელია. ძნელია, მაგრამ სრულიად შესაძლებელი ადამინათა საზოგადოებისთვის.

გარდა ამისა, მინდა, რომ სიტყვა “ინვალიდს” ხშირად ამატებდნენ მარტივ და გასაგებ სიტყვებს: “პანდუსი”, “ლიფტი”, “ტროტუარი’, “ავტობუსი”, “ტაქსი”, “მეტრო’, “თეატრი” – მარტივ და გასაგებ სიტყვებს.

P.S. ფრანკლინ რუზველტი, ბეთჰოვენი, რეი ჩარლზი, სტივ ვანდერიც შშმ პირთა სიაშია.

მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ, მე ყველაფრის მიუხედავად უბედნიერესი ადამიანი ვარ.

3 დეკემბერი შშმ პირთა დღეა – 3 დეკემბერს ჩემი დღეა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s