თბილისში, აბანოთუბანში მეჩეთი გაქურდეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

ეს ბოლო პერიოდში რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის. 25 ნოემბერს, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში, დაახლოებით, ღამის 11 საათზე იეჰოვას მოწმეების ოფისი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს. პოლიციამ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა მომხდარი ფაქტის გამოძიება მეორე დილით დაიწყეს, როდესაც ორგანიზაციის წევრებმა მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადეს.

ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ იეჰოვას მოწმეების იგივე ოფისი კვლავ დაცხრილეს. ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 187-ე, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით აწარმოებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s