12301534_990458451000218_2412912164952631667_n28 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ქალმა მიმართა. როგორც გაირკვა, ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ორგანიზაციის იურისტის, ინგა არახამიას თქმით, ბოლო შემთხვევის დროს ქმარმა ცოლს ხელი ყელში წაუჭირა და კედელზე თავი მიარტყმევინა. შედეგად, ქალმა თავზე საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის ოფიცერი ნოდარ გალიგაშვილი ფიზიკური ძალადობის დამალვას ცდილობდა და ძალადობის მსხვერპლ ქალზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა – ამის შესახებ “17 მაისს” ინგა არახამიამ განუცხადა. არახამია აღნიშნავს, რომ ნოდარ გალიგაშვილი მოძალადე ქმრის ახლობელია და საავადმყოფოში მას შემდეგ მივიდა, როცა ქალი გადაიყვანეს.

“ქმარმა სცემა ცოლს, ყელში ხელი მოუჭირა და კედელზე არტყმევინა თავი. შაბათს ეს ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ქმარს პოლიციაში ახლობელი ჰყავს, ნოდარ გალიგაშვილი, რომელიც საავადმყოფოში მივიდა და ქალი პოლიციაში გადაიყვანა. ძალადობის მსხვერპლ ქალს ეუბნებოდა, შენ თუ ახლა საჩივარს დაწერ ოჯახი დაგენგრევა, რადგან ამ კაცს დაიჭერენ და ეს ყველაფერი შენი ბრალი იქნებაო. ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა ქალზე”, – აღნიშნავს არახაიმია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლიციაში ამ დიალოგის შემდეგ ქალს დააწერინეს, რომ თითქოს ქმარმა კი არ სცემა, არამედ დაეცა და სწორედ ამიტომ მიიღო დაზიანება.

იდენტობას იურისტმა აღნიშნა, რომ ნოდარ გალიგაშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ გამოძიებას ხელი შეუშალოს და რეალური დანაშაული დაფაროს. მიუხედავად პოლიციის უფროსის და მისი მოადგილის მითითებისა, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაწყებულიყო, გალიგაშვილმა თავდაპირველად შემაკავებელი ორდერი იმ ნიადაგზე გამოწერა, რომ თითქოს ქმარმა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული. ყველა მტკიცებულება არსებობს. სხეულის დაზიანება სახეზეა. საავადმყოფოშიც დაფიქსირებულია, რომ ამ ქალს ფიზიკური დაზიანება ქმარმა მიაყენა. ექსპერტიზა გუშინ ჩაუტარდა და ეს ყველაფერი დადასტურდა. რეალურად მტკიცებულებები სახეზეა, რომ დაიწყოს გამოძიება და ყველაფერი კანონის მიხედვით განვითარდეს, მაგრამ არ არის მზაობა მოძალადის ახლობელი პოლიციელის მხრიდან, რომელიც რეალურად ხელს უშლის გამოძიებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოძალადე ქმარი არ მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში”, – განუცხადა არახამიამ “17 მაისს”.

იურისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ორი საქმე მიმდინარეობს, ერთი – შემაკავებელი ორდერის გამოწერის თაობაზე და მეორე – სისხლის სამართლის საქმე. სისხლის სამართლის საქმეს კი სწორედ მოძალადე ქმრის ახლობელი პოლიციელი იძიებს.

“ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ პოლიციის ოფიცრისთვის ამ საქმის არიდებას, რადგან სხვა შემთხვევაში ეს გამოძიება არ იქნება ობიექტური”.

რაიონებში პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ ქალებზე ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. იდენტობას იურისტი ამბობს, რომ ამ გზით პოლიციელები ცდილობენ, თავიანთი ახლობელი მოძალადე ადამიანები კანონიერი სასჯელისგან დაიცვან.

აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოში დღეს არის ჩანიშული.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s