სახალხო დამცველის თქმით, საქართველოში ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ამ პირთა სრული ჩართულობა, ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს – ეს ომბუდსმენის მიერ შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია,  რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა შეუერთდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, სახელმწიფოსთვის მთელი რიგი საკითხები კვლავ გამოწვევაა, მათ შორის არის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის (CRPD) იმპლემენტაციის პროცესის დაჩქარება, სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობა, საერთაშორისო მექანიზმების შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება, საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა, სამთავრობო სამოქმედო გეგმებით დადგენილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლების, დასაქმების, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დამოუკიდებელი ცხოვრების, საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობა და სხვა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მეტად მნიშვნელოვანია გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმის საკითხი, რომელიც სახალხო დამცველის არაერთგზის რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ არის რატიფიცირებული.

“სახალხო დამცველმა, როგორც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულმა ორგანომ, შექმნა მექანიზმი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტთან ერთად მოიცავს საკონსულტაციო საბჭოს და მონიტორინგის ჯგუფს. მექანიზმის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე შეირჩა კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფი.

საქართველოს სახალხო დამცველი უწყვეტ რეჟიმში ადევნებს თვალყურს ქვეყანაში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს აქტიურად წარმართოს საქმიანობა დასახელებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვა და მათი სრული მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1992 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესდა.

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შშმ პირთა საჭიროებებზე ყურადღების გამახვილება და მხარდაჭერაა, რამაც საზოგადოების ცხოვრებაში ამ ადამიანების სრული ჩართვა და მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.

მსოფლიო მასშტაბით 3 დეკემბრის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები ყოველწლიურად გარკვეულ თემას ეძღვნება. მიმდინარე წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღების შემდგომ პერიოდში აღინიშნება, რომლის ერთ-ერთი მოწოდებაა „არავინ დავტოვოთ უკან“.

მსოფლიოს მოსახლეობის 10%-15% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

საქართველოში ოფიციალური მონაცემებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 200 000, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით შშმ ადამიანების რიცხვი 400 000-ს აღწევს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s