„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის ამოცანაა”, – ეს საქართველოს პრეზიდენტმა შშმ პირების უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თქვა. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ღირსეული ცხოვრების და საზოგადოების კეთილდღეობისთვის შრომის პოტენციალი ყველა ადამიანშია.

“3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები მათ.

ამ ადამიანთა მდგომარეობა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კულტურის დონის ყველაზე მკაფიო ანარეკლია. ამ კულტურის საფუძველი უნდა იყოს ცოდნა, რომ ბუნების კანონით, თუ ადამიანს რაიმე უნარი ეზღუდება, სანაცვლოდ უეჭველად ებოძება სხვა ნიჭი. ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების კეთილდღეობისათვის შრომის პოტენციალი ყველა ადამიანშია.

ამიტომ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის – ხელისუფლების, საზოგადოების, კერძო სექტორის, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახების საერთო ამოცანაა.

ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას ვუსურვებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენს თანამემამულეებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1992 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s