ვაკის მედიათეკაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება “შეზღუდული არაფერია” ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები არიან “თბილისის მედიათეკების გაერთიანება”, “საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა” და “განსაკუთრებული ჟურნალი”.

თბილისის მედიათეკების გაერთიანების კულტურული ღონისძიების ორგანიზატორმა, რუსუდან მუმლაძემ აღნიშნა, რომ მედიათეკების გაერთიანება მუდმივად ცდილობს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას და ამით შშმ პირების ჩართულობის გაზრდას.

“მოგეხსენებათ, 3 დეკემბერი არის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დაცვის დღე. სენსიტიური დღეა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ ასეთი თარიღით აღნიშნული დღეებით არ უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას. მათ ყოველი დღე უნდა გავულამაზოთ და ვეცადოთ, რომ ჩვენთან ერთად ჩავრთოთ ყველანაირ აქტივობაში, იქნება ეს კულტურული თუ საგანმანათლებლო საკითხები. დღევანდელი დღეც სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ, თბილისის მედიათეკების გაერთიანებამ გადავწყვიტეთ, რომ ეს ხალხი მოგვეწვია და ჩვენი მოკრძალებული ყურადღება გამოგვეხატა მათ მიმართ. ამ ღონისძიებაში თავად ეს ადამიანები იღებენ მონაწილეობას. არიან შემოქმედებითი ადამიანები, პოეტები, პროზაიკოსები, ეტლით მოცეკვავეები, ნიჭიერის მონაწილეები, უსინათლო გოგონების სექსტეტი და არის პატარ-პატარა სიურპრიზები. ასევე, ღონისძიებაზე მოწვეულები არიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები”, – აღნიშნა რუსუდან მუმლაძემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხშირად კეთდებოდეს, რათა შშმ პირებმა უფრო სრულყოფილად იგრძნონ თავი.

“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჟურნალის, “განსაკუთრებული ჟურნალის” ბოლო ნომრის პრეზენტაცია. ჩვენ ბევრი რამე გვმართებს ერთმანეთის წინაშე და ერთ-ერთი არის ის, რომ ერთმანეთის სიყვარული, თანადგომა და ერთმანეთის თანაგრძნობის უნარი, რაც შეიძლება უნდა გავიფართოოთ. დღევანდელი დღე სწორედ ასეთი დღეა. სიყვარულით, სიკეთით და ურთიერთთანაგრძნობით გამსჭვალული. მე ვისურვებდი, რომ აი ასეთი შეხვედრები ბევრი ყოფილიყოს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რაც შეიძლება უფრო სრულყოფილად ვაგრძნობინოთ თავი”, – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო “განსაკუთრებული ჟურნალი”. ამ ჟურნალის დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, ნუგზარ ჭიაბერაშვილის თქმით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებების გაკეთებაში თავად შშმ პირები იყვნენ ჩართულნი, რადგან მათ არა შეზღუდული, არამედ განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ.

“დღევანდელი ღონისძიება არის მართლაც განსაკუთრებული, იქედან გამომდინარე, რომ მისი მონაწილეები და მისი შემქმნელები არიან ადამიანები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უწოდებენ, თუმცა, მერწმუნეთ, ეს ადამიანები  განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანები არიან”, – განაცხადა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დავის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან დაწესდა.

მსოფლიოს მოსახლეობის 10%-15% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

საქართველოში ოფიციალური მონაცემებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 200 000, ხოლო არა ოფიციალური მონაცემებით 400 000-ია.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s