რამდენიმე დღის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნანა ყეინიშვილის ინიციატივას, პარლამენტში პროპორციულ სიაში გენდერული კვოტირების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ვახტანგ ხმალაძემ, ანი მიროტაძემ, გია ბუკიამ და გიორგი კახიანმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანი მიროტაძემ “17 მაისთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მისი პარტია პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მიუღებელია ამ საკითხის ხელოვნური ზომებით მოგვარება. მისი აზრით, გენდერული კვოტირება საპირისპირო შედეგს მოიტანს.

“მართალი გითხრათ, ჩვენთვის ცოტა გაურკვეველი იყო ის წარმოდგენილი წინადადებები. გვქონდა ინიციატივა, რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა და შევჯერდეთ არა იძულებით ფორმაზე, არამედ წახალისების ფორმაზე. იძულების ფორმა ჩვენთვის ცოტა გაუგებარი და მიუღებელია. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამ ინიციატივას მხარი არ დავუჭირეთ”, – ამბობს მიროტაძე.

ანი მიროტაძის თქმით, “ეროვნული ფორუმი” ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდისთვის უკვე დიდი ხანია მუშაობს და ამ ყველაფერს ბუნებრივი, წახალისების გზით უნდა მიაღწიოს და არა ხელოვნური, კვოტირების გზით.

“ჩვენ წახალისებების ფორმა მიგვაჩნია მისაღებად. ჩემი პარტიის პოზიციაა, რომ ხელოვნური ჩარევები, როგორიცაა გენდერული კვოტირება, უფრო უარყოფითად შეიძლება აისახოს იმ კეთილშობილურ მიზანზე, რომელიც ქალბატონების პოლიტიკაში ჩართულობაა და ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვინდა ქალთა მონაწილეობის გაზრდა, პირიქით, ეს ნიშნავს იმას, რომ გვინდა მოვძებნოთ უფრო ნორმალური და კარგი ფორმა, რომელიც არ იქნება ხელოვნური. არავინ არ დაიწყოს პოპულისტობა იმასთან დაკავშირებით, რომ ფორუმს არ სურს ქალთა მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკაში, რადგან ეს ასე არ არის”.

“ეროვნული ფორუმის” წევრი ამბობს, რომ კვოტირება გარკვეულწილად ქალებისთვის დამამცირებელია და მომავალი პერსპექტივისთვის ეს დადებით შედეგებს არ მოიტანს.

“დღეის მდგომარეობით ქალები არიან დაჩაგრულები, მამაკაცების თანასწორები არ არიან, მაგრამ მე პირადად, ანი მიროტაძეს არც ერთ შემთხვევაში არ მინდა, იმის გამო, რომ განსხვავებული სქესის ვარ, ჩამსვან სიაში. პირიქით, ეს არის ჩემთვის ძალიან დამამცირებელი და დამაზიანებელი მორალურადაც და ყველანაირად”, – აღნიშნავს ანი მიროტაძე “17 მაისთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო. ინიციატორთა აზრით, ეს საქართველოს პარლამენტში, სულ მცირე, 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის არჩევას უზრუნველყოფდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s