ნინო დანელია: “ქალთა მოძრაობის შექმნის იდეა და ის ფაქტი, რომ მას მთელი ქვეყანა მოეცვა და ქალებს ნებაყოფლობით გაეღოთ ის რესურსი, რომელიც მათ გააჩნდათ, 2014 წლის ფემიციდის შემთხვევების შემდეგ გაჩნდა. ილიას უნივერსიტეტის ლექტორის, მაკა წივწივაძის მკვლელობა იყო ბოლო წვეთი იმისთვის, რომ ჩვენ გავერთიანებულიყავით, შეგვექმნა ძლიერი მოძრაობა, რომელიც ხელშესახებ ცვლილებებს გამოიწვევდა.

ჩვენი პირველი შეკრება 19 ოქტომბერს შედგა. მას 45 ქალი დაესწრო. აქედან დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. დაიგეგმა, რომ პირველი მიზანმიმართული ქმედება ძალადობის წინააღმდეგ ყოფილიყო. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში, მოძრაობამ სპონტანურად და ნებაყოფლობით იმუშავა.

საზოგადოების პირველი რეაქცია იყო, რატომ მარტო ქალები, როგორ შეიძლებოდა გაეფილტრა მოძრაობას და მხოლოდ ქალები ყოფილიყვნენ? ეს არ იყო გაფილტრვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალებს შეეძლებოდათ საკუთარ სივრცეში, კაცებისგან დამოუკიდებლად და მათი დაკვირვების თუ შენიშვნების გარეშე მიეღოთ გადაწყვეტილებები, დაეყენებინათ პრობლემა და თავად გადაეჭრათ ისინი. ამ მოძრაობისთვის ასეთი მიდგომა კრიტიკულად აუცილებელი იყო.

პირველი აქცია 2014 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა და ამავე დღეს დაიგეგმა პეტიციაც, რომელსაც 6000-ზე მეტი ხელმოწერა ჰქონდა. ამ პეტიციით ხელისუფლების სამივე შტოს ქალთა ძალადობის ფაქტებზე პროაქტიული მუშაობა ვთხოვეთ.

ქალთა მოძრაობა ბუნებრივად შედგა და ესტაფეტა აიღო, რომელმაც მოძრაობა უფრო აგრესიულ და აქტიურ მოძრაობაზე გადაიყვანა.

მოძრაობის შიგნით ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ხშირად მთელი მოძრაობის სტრატეგიული მუშაობა თუ კამპანიები რამდენიმე ადამიანის გასაკეთებელია, რომელიც ბუნებრივად სხვაზე აქტიურია, ან იმ მომენტში აქვს დრო ამ აქტივობებისთვის დასათმობად. 20 ადამიანზე გადადის ეს საქმეები, რაც ცხადია, პრობლემას ქმნის.

მეორე პრობლემაა ის, რომ ფორმალიზებული სტრუქტურები ქალთა მოძრაობაში ხედავენ კონკურენტს და ეს არ შეიძლება ასე იყოს.

ქალთა მოძრაობა ყველას გამაერთიანებელია და საერთო საქმისთვის ვმუშაობთ”.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია საქართველოში ქალთა მოძრაობაზე. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში გამართულ საჯარო დისკუსიაზე. 2 დეკემბერი. 2015.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s