პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭება თეოკრატიის გაფორმება იქნება”, – ასე ილია მეორის დღევანდელ განცხადებას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, გიორგი გოცირიძე აფასებს. გოცირიძე “17 მაისთან” საუბრისას ამბობს, რომ პატრიარქის მიერ დღეს გამოთქმული ინიციატივა სერიოზული საფრთხის შემცველია.

ყველა ქვეყანაში შეწყალების უფლებამოსილება ქვეყნის მეთაურის, ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილებაა. ეს არის მისი პოლიტიკური უფლება, ადამიანი გაათავისუფლოს სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელისგან. ამ უფლების არა თუ საეკლესიო პირისთვის, არამედ ზოგადად სხვა თანამდებობის პირისთვის გადაცემა კონსტიტუციონალიზმის იდეასთან შეუთავსებელია.

მეორე შემთხვევაში, პატრიარქისთვის ამ უფლების გადაცემა არის საერო ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხელისუფლების დათმობა და სეკულარიზმის პრინციპზე უარის თქმა, რაც შეუთავსებელია დემოკრატიული რესპუბლიკის იდეასთან, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით დამკვიდრებული მმართველობის ფორმაა. ეს არის სერიოზული საფრთხე, ეს არის თეოკრატიის გაფორმება.

იმისთვის, რომ პატრიარქს შეწყალების უფლებამოსილება რეალურად გადაეცეს, ეს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას საჭიროებს, ამისთვის კი უმცირესობის ხმებიც იქნება საჭირო. “ქართულ ოცნებას” დასჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა იმისთვის, რომ შეიტანოს ამ ტიპის ცვლილება. იმედია, პოლიტიკური პარტიები ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ შეძლებენ”, – უთხრა გოცირიძემ “17 მაისს”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s