“პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები,” – ეს ცოტა ხნის წინ საქართველოს პატრიარქმა თქვა. ილია მეორემ პრემიერმინისტრს მიმართა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

“ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს” – თქვა მან.

კათალიკოს-პატრიარქმა პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების შესახებ რუსთაველის თეატრში ისაუბრა, სადაც მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს “ჩემი მძევალი ანგელოზები” დაესწრო.

პრემიერს პატრიარქის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, მინისტრები და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ ინიციატივას იწონებენ.

მათ შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.

კახიშვილის თქმით, ილია მეორეზე ბრძენი ადამიანი საქართველოში არავინაა, ამიტომ მას პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.

“მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. მასზე ბრძენი ადამიანი ვინ არის, არ ვიცი და მას უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები,” – ამბობს კახიშვილი.

ეკა ბესელიას თქმით კი, პატრიარქს ეს უფლება უნდა ჰქონდეს, როგორც მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობის მქონე ადამიანს.

“საქართველოს პატრიარქსაც ჰქონდეს ეს განსაკუთრებული უფლება, როგორც ადამიანს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობა აქვს,” – თქვა ბესელიამ.

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s