მე თითქმის უმამოდ გავიზარდე. მამაჩემი წელიწადში ერთ თვეს თუ ატარებდა ჩვენთან. კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს არ გყავდეს მამა. ეს ერთ მოჭრილ ხელს უდრის. ეს ყველაფერი გარტყმული სილასავით მახსოვს, ამიტომ, მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიყო. ამიტომ გეუბნები ხოლმე – „მე მხოლოდ მამაშენი არ ვარ, მე შენი მეგობარიც ვარ!“ მაგრამ მომიტევე, თუ ზოგჯერ არც თუ კარგი მეგობარი ვარ.

მშობლები ბევრჯერ ვცოდავთ და ვცდილობთ შვილები ნებით თუ უნებლიედ დავიმსგავსოთ. გვინდა ჩვენმა შვილებმა წარმატებას მიაღწიონ. თითქოს ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და სწორად აქ ვუშვებთ დიდ შეცდომას, რადგან გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ჩვენი, მაგრამ უკვე დამსხვრეული ოცნებები აისრულონ. ამ დროს სულაც არ გვაინტერესებს, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი ოცნებები აქვთ – ხელუხლებელი და გაუბზარელი ოცნებები.

გული გაიმამაცე, ჩემო გოგონა!

კარგად გახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ რატი ბიჭია, ის შენზე უმცროსია და ძალიან მნიშვნელოვანია შენი გამარჯვებები მისთვის.

ბრძოლაში ავანგარდზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ასე რომ, შეუტიე მწვერვალებს. ნუ იფიქრებ სიცივეზე და გაჭირვებაზე, რადგან მთას წუწუნა და მშიშარა ადამიანები არ უყვარს.

მერე რა, რომ შენ ახლა თერთმეტი წლის ხარ.

ადამიანები წარმატებას ნებისმიერ ასაკში აღწევენ. მშვენიერია შენი უცხო ენის ცოდნა, ბრწყინვალეა შენს მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებები, მაგრამ ყველაზე უმეტესი შენს მიერ გაკეთებული სიკეთეებია.

გახსოვდეს, სამყაროს ადამიანის წარმატება კი არა,  მის მიერ გაკეთებული სიკეთე ანათებს. მე შენი იმედი მაქვს და მჯერა შენი!

სიყვარულით,

მამაშენი

რამაზ გიგაური” –

– ეს ნაწყვეტებია წერილიდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ ატროლოგმა რამაზ გიგაურმა თავის 11 წლის გოგონას მისწერა. წერილის დაწერა მას პროექტის “მამა, წიგნი წამიკითხე” ავტორებმა სთხოვეს.

შვილებს საჯარო წერილები ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ, ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ, გამომცემელმა ზვიად კვარაცხელიამ და სხვა იმ მამებმაც მისწერეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ შვილის აღზრდაში მამის მონაწილეობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც დედის.

პროექტი “მამა, წიგნი წამიკითხე” ინტერნეტ სივრცეში დაახლოებით 2 წლის წინ გამოჩნდა. მისმა ავტორებმა თქვეს, რომ მათი მიზანი მშობლებისთვის, განსაკუთრებით კი მამებისთვის მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობის და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

დღეს კი მათ სუპერ მამები დააჯილდოვეს. ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

13 წლის ელენეს და 10 წლის ტასოს სუპერ მამა დავით პაიჭაძე ამბობს, რომ “მამა, წიგნი წამიკითხე”-ს დახმარებით მან თავის შვილს კითხვის სტიმული მისცა.

მინდა, რომ ორგანიზატორებს ამ პროექტისთვის გულწრფელი, რეალური, საქმიანი მადლობა გადავუხადო. როცა ამ თემაზე წერილის დაწერაა, მე დავწერე ჩემი საუბარი მათთან, ბავშვებთან. თუმცა, სანამ ამას გავაკეთებდი, გავეცანი პროექტის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებს: სტატისტიკურ კვლევებს, ასევე ცალკეულ მოსაზრებებს მშობლების მიერ ბავშვების წიგნის კითხვასთან დაკავშირებით და ამ ქმედების ხერხებს და მოვახერხე ერთი რაღაც, ახლა არ მახსოვს, როგორ, მაგრამ მაშინ გამომივიდა: ჩემი უფროსი შვილი გაიჭედა ჰარი პოტერის კითხვისას, დაიწყო და 70 გვერდის შემდეგ შეწყვიტა. დავუჯექი და ვესაუბრე. ახლა არ მახსოვს, რა ვუთხარი, მაგრამ მან ისევ დაიწყო ჰარი პოტერის კითხვა და 3 კვირაზე ცოტა მეტ დროში 7-ვე წიგნი წაიკითხა. ეს ჩემთვის გამაოგნებელი შედეგი იყო. სულ მეხსომება, რომ სტიმული კითხვისთვის ელენეს ამ პროექტის დახმარებით მივეცი. პატარაც რომ უყურებს, რომ მისი უფროსი და კითხულობს, ისიც ბაძავს. ასეთი სუბიექტური, პირადი დამოკიდებულება მაქვს ამ პროექტის მიმართ და მიმაჩნია, რომ ფრიად სასარგებლო პროექტია, ყოველ შემთხვევაში ჩემი ოჯახისთვის ძალიან სასარგებლო იყო”, – უთხრა პაიჭაძემ “17 მაისს”.

პროექტში მონაწილეობა მივიღე, იმიტომ რომ იდეა მომეწონა, მამის ჩართულობა ოჯახში საქართველოში ძალიან დაბალია. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ, სავარაუდოდ, არც ჩემი ჩართულობა არ არის სამაგალითო, მაგრამ ამ პროექტმა სტიმული მომცა და მე ძალიან გამიხარდა,, როცა მასში მონაწილეობა შემომთავაზეს, იმიტომ რომ ქვეყანაში ბევრი რამეა შესაცვლელი და ეს ოჯახიდან უნდა დაიწყოს”, – ამბობს გიორგი ბაქრაძე.

“მამა, წიგნი წამიკითხე”-ს ერთ-ერთი თანაავტორმა, სოფო დათუაშვილმა “17 მაისთან” თქვა, რომ შვილის აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მხრივ მდგომარეობა კვლავ რთულია, თუმცა პროექტმა საერთო სურათის გაუმჯობესებისთვის მცირე ნაბიჯების გადადგმა მაინც მოახერხა.

2013 წელს “გაეროს მოსახლეობის ფონდმა” ჩაატარა კვლევა “კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში”. კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის, რაც ყველამ ისედაც კარგად ვიცოდით, რომ მამები ნაკლებად არიან ჩართულები საოჯახო საქმეებსა და ბავშვის აღზრდაში. ამის შემდეგ UNFPA-მ გამოაცხადა სტუდენტური კონკურსი, რომელიც მე და ნინია მაჭარაშვილმა მოვიგეთ და და ეს პროექტი გავაკეთეთ.

გაეროს მოსახლეობის ფონდი უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავს, კვლევა გაიმეოროს, რათა ნახოს, არის თუ არა მიღწეული რამე შედეგი.

თუ არ დავეყრდნობით მარტო პროექტში მონაწილე მამებს და ვნახავთ თუნდაც გამოხმაურებებს, კომენტარებს ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, რის მონიტორინგსაც მუდმივად ვატარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთო მდგომარეობა კარგი არ არის, მაგრამ მცირე ძვრები შეინიშნება, მდგომარეობის შეცვლისთვის რაღაც პატარა მარცვალს ვდებთ”, – ამბობს დათუაშვილი.

IMG_3144 IMG_3141 გიორგი ბაქრაძე IMG_3167 დათო პაიჭაძე გიორგი ბაქრაძე გიორგი მოსიძე გიორგი ლობჟანიძე ზვიად დევდარიანი მირიან ჯუღელი დათო ქაშიაშვილიმირიან ჯუღელი

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s