საპატრიარქოს განცხადებით, პატრიარქის მიერ გამოთქმული სურვილი, მასაც ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება, იყო სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა საკანონმდებლო დონეზე განსახილველი წინადადება. განცხადება ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მსჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.

ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ილია მეორემ გუშინ, მას შემდეგ, რაც რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულების მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრო, თქვა, რომ “პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები”. მისივე თქმით, მან ამის შესახებ პრემიერთან უკვე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ის ამ საკითხს დააყენებდა.

ეს ინიციატივა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, ასევე მინისტრების ნაწილმა მოიწონა, პრემიერმინისტრმა კი თქვა, რომ “შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიური იქნება”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s