რა თქმა უნდა, თავიდან ავიფარე სერიოზული “დასაოჯახებელი” კაცის ნიღაბი, მაგრამ ძალიან მალე ამ ნიღბის არანაირი საჭიროება აღარ იყო, იმიტომ რომ ყველაფერი აშკარაა”…

მე და დედამ ექიმთან მისვლა გადავწყვიტეთ. მან მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გარკვეული მედიკამენტები დამინიშნა. რატომღაც ექიმთან ქამინგ აუთის გაკეთება მომინდა და ვუთხარი”…

IMG_3109

ტკივილი – ყველაზე მარგებელი უმეტეს შემთხვევაში. ტკივილი გვაძლიერებს. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა. გამაძლიერა. გამახსენა, რომ მხოლოდ იმედსა და რწმენაზე დამოკიდებული ვერ ვიქნები, თუმცა, რაც არ უნდა იყოს, თავის იარას ტოვებს. მაშინ, როდესაც მშობლის იმედი გაქვს, მაშინ როდესაც მეგობრის თანადგომა გჭირდება და ხდება ისე, რომ აცნობიერებ: ყველაზე დიდ ტკივილს ამ კატეგორიის ადამიანები გაყენებენ! ხშირად ვფიქრობდი, თუ მშობელს არ ვჭირდები ისეთი, როგორიც თავად მშობა, სხვა ვინ მიმიღებს, ვინ გაიგებს. თუმცა, იმედი არ დამიკარგავს ამ შემთხვევაშიც და გავაგრძელე ბრძოლა არსებობისთვის”.

ამბები, რომლებიც ტრანსგენდერმა ადამიანებმა საკუთარი თავის შესახებ თავად დაწერეს, საგამოფენო სივრცე “black and white”- შია გამოფენილი. ისინი პატარა ფურცლებზე, ნაწყვეტ-ნაწყვეტ წერია და გაგრძელებების საპოვნელად შესაძლოა მთელი კედლის წაკითხვაც დაგჭირდეთ.

თუმცა ასე ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრების შესახებ ბევრ რამეს შეიტყობთ.

იგივე ამბები წიგნშიც არის შეკრებილი და მას “ტრანს ნარატივებიქვია.

კრებული და გამოფენა არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ინიციატივით მომზადდა. მათი თქმით, ეს არის ამბები, რომელთა შესახებაც ხმამაღლა არავინ საუბრობს, ეს ალტერნატიული რეალობაა, რომელიც, მართალია, ერთი ხელის გაწვდენაზეა, თუმცა უხილავი და გაუზიარებელი რჩება.

გალერეაში ფოტოებიც არის გამოფენილი, რომელიც გენდერისა და სექსუალობის თემაზე შეიქმნა.

IMG_3125 IMG_3118

IMG_3115

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნათია გვიანიშვილი “17 მაისთან” ამბობს, რომ ეს გამოფენა როგორც დამთვალიერებლისთვის, ისე ტრანსგენდერთა თემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ნარატივები იყოს მისაწვდომი, იმიტომ რომ შესაძლოა იმ ადამიანს, ვისაც შეიძლება ტრანსგენდერთა შესახებ, ამ თემაზე უფიქრია, მაინც გაუჭირდეს ამ თავისებური ჯგუფის მიმართ ემპათია გაუჩნდეს. ეს ძალიან თავისებური ჯგუფია თავისი სპეციფიკით და იმ პრობლემებით, რომელსაც აწყდება.

ამიტომ, ინსტალაციის მიზანი არის, ადამიანებმა გაიგონ ტრანსგენდერი ადამიანების ნააზრევი, ამასთან, ეს არის მნიშვნელოვანი თემისთვის, მნიშვნელოვანია თითოეული ტრანსგენდერი ადამიანის თვითშეფასების ამაღლებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში თემი საჯარო სივრცეში ადგილს პოზიტიურად იკავებს და არა ისე, როგორც აქამდე ჩვენი მედიის წყალობით ჰქონდა დაკავებული”, – ამბობს გვიანიშვილი.

IMG_3133

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s