ხვალ, 7 დეკემბერს, 19:00-ზე სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია გაიმართება. შეკრებილი ადამიანები პატრიარქის იმ ინიციატივას გააპრტოტესტებენ, რომლ​ითაც ილია მეორემ მისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინჭება მოითხოვა. ეს ინიციატივა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, ასევე მინისტრების ნაწილმა მოიწონა, პრემიერმინისტრმა კი თქვა, რომ “შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიური იქნება”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსების მხრიდან რელიგიური სენტიმენტებით სპეკულირებაა, სახელმწიფოს სეკულარიზმის პრინციპს კი საფრთხე ემუქრება.

​​უკვე ნორმად იქცა პოლიტიკოსების მხრიდან რელიგიური სენტიმენტებით სპეკულირება, საპატრიარქოსა და პატრიარქთან კეკლუცი, რაც განსაკუთრებით აქტიურდება საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს უკანასკნელი ნამდვილ მარათონს ემსგავსება იმის მტკიცებით, თუ ვინ უფრო მეტად მართლმადიდებლია და ვის უჭირავს უფრო გრძელი სანთელი. ამ ნორმას თითქოს შევეგუეთ კიდეც, ხშირ შემთხვევაში ირონიით ვუყურებთ, როგორც საარჩევნო ტრიუკს, მაგრამ, ვფიქრობთ, სერიოზულად დამაფიქრებელი და სახიფათო პრაქტიკაა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პერიოდულად წამოყენებული ინიციატივები, პატრიარქი ჩართონ და მას გადააბარონ მნიშვნელოვანი საჯარო საკითხების მოგვარება-გადაწყვეტა (იქნება ეს საგანმანათლებო, პენიტეციალურ თუ სხვა სისტემაში).

ეს სეკულარულ სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს.

მიმართავენ რა ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი შერყეული რეპუტაციისა და მოსახლეობაში დაკარგული ნდობის აღსადგენად პატრიარქის ავტორიტეტს, ამით ხაზს უსვამენ საკუთარ უუნარობას, იმას რომ მათ არ ყოფნით არც კომპეტენცია, არც პოლიტიკური ნება, არც პრინციპულობა იმისთვის რომ მიიღონ (რიგ შემთხვევაში არაპოპულარული) გადაწყვეტილებები.

შევახსენებთ ხელისუფლების ნებისმიერ პასუხისმგებელ პირს, რომ ისინი სეკულარული და მრავალეთნიკური სახელმწიფოს დაქირავებული მოხელეები არიან. მათ ხელფასს საქმეში ვუხდით და არა ლოცვაში.

მათგან მოვითხოვთ, საკუთარი რელიგიური გრძნობები დატოვონ სახლში და მოძღვართან, გამიჯნონ მისგან სახელმწიფო მოხელის ფუნქციები და ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გადადგომას, როგორც სუსტი ჩინოვნიკების, რომლებიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე თავიანთი საქმიანობის ლეგიტიმაციას ვერ ახერხებენ”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s