დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს საკანონმდებლო ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვითაც რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას ისახავს, 300 ლარით უნდა დაჯარიმდეს.

ამავე ქმედებების განმეორებით ჩადენა კი 600 ლარით დაჯარიმდება.

საქმე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ცვლილებებს ეხება, მას 166-ე პირმა მუხლი უნდა დაემატოს. კანონპროექტის ავტორი “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

კანონპროექტისვე მიხედვით, რელიგიური შენობების ან სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონპროექტის მიღების მიზეზად “ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და სასულიერო პირების შეურაცხყოფა” დასახელდა.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s