ილია მეორის შაბათს გაკეთებულ განცხადებას მისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების შესახებ სახალხო დამცველი დღეს გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილმა თქვა, რომ პატიმრების შეწყალების კომისია უკვე არსებობს და სხვა პარალელური სტრუქტურების შექმნა ყოველგვარ ლოგიკას სცილდება.

საპატრიარქო არის წარმოდგენილი შეწყალების სახელმწიფო კომისიაში, ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, როცა ინდივიდუალურ საჩივრებს ვიხილავთ, როცა შეწყალების საკითხებს ვიხილავთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. საპატრიარქოს აქვს შესაძლებლობა, სწორედ ამ კომისიაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები. მე ვფიქრობ, რომ თუ რაიმე ხარვეზია ამ პროცესში, იმაზე ვისაუბროთ და განვიხილოთ, როგორ გაუმჯობესდეს უკვე არსებული კომისია. სხვა პარალელური სტრუქტურების შექმნა სცილდება ყოველგვარ ლოგიკას, მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა რაიმე დისკუსიის წარმართვა ამის შესახებ”, – თქვა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ილია მეორემ შაბათს, მას შემდეგ, რაც რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულების მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრო, თქვა, რომ “პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები”. ილია მეორისვე თქმით, მან ამის შესახებ პრემიერთან უკვე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ის ამ საკითხს დააყენებდა.

ეს ინიციატივა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, ასევე მინისტრების ნაწილმა მოიწონა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი თქვა, რომ “შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიური იქნება”.

თუმცა, გუშინ გვიან ღამით საპატრიარქომ უარყო, რომ პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭება საკანონმდებლო დონეზე განსახილველი წინადადება იყო და თქვა, რომ ეს მხოლოდ სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი იყო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s