“ქალთა საინფორმაციო ცენტრმა” შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტის 4 დიდ თემში მცხოვრებ ქალებთან მუშაობის შემდეგ რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელიც მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე არჩევით თანამდებობებზე ქალთა ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. დოკუმენტი ორგანიზაციამ დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო.

“ქალთა საინფორმაციო ცენტრის” მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პროგრამებში გენდერული თანასწორობის საკითხები უნდა გაითვალისწინოს, არჩევნებში მონაწილე პარტიების სია გენდერულად დააბალანსოს, ასევე, მოიზიდონ კვალიფიციური კადრები, რომლებიც რეგიონებში იმუშავებენ.

ორგანიზაცია დოკუმენტით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, ქალთა კოოპერატივებისა და ფერმერული კლუბების გაძლიერებას და სოფლად მცხოვრები ქალების განვითარების ხელშეწმყობი პროგრამების დანერგვას ითხოვს.

ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უფასო პროგრამების ამოქმედებას, ასევე შესაბამისი უწყებების გადამზადებას ითხოვს, რათა ძალადობის ფაქტებზე რეაგირება დროული იყოს.

“ქალთა საინფორმაციო ცენტრი” ყურადღებას შიდა ქართლში მცხოვრები ქალების უსაფრთხოებაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ე.წ მცოცავი ოკუპაციის პირობებში კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებთა რისკების შეფასება და უსაფრთხოების ნორმების დადგენა აუცილებელია.

“ქალთა საინფორმაციო ცენტრი” მუშაობდა შიდა ქართლის რეგიონში. ჩვენ ადგილობრივ ქალებთან ერთად, იქიდან გამომდინარე, თუ რა აწუხებთ მათ, შევიმუშავეთ რეკომენდაციები, ეს არის თავმოყრილი ერთ დოკუმენტში და ჩვენ მას გადავცემთ პოლიტიკურ პარტიებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ქალების უსაფრთხოების თემას ეხება. ქალები თვლიან, რომ არც ისინი და არც მათი ოჯახები არ არიან დაცულები”, – უთხრა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკიმ ჟურნალისტებს.

რეკომენდაციები პროექტის “ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში” ფარგლებში განხორციელდა. პროექტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრმა დააფინანსა.

კომისიის თავმჯდომარე პროექტის მნიშვნელობას აფასებს:

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეს ჩენ სახეზე გვაქვს უამრავი მოსაზრება და რეკომენდაცია ამ ძლიერი ქალების მხრიდან, რომლებიც წარედგინება პოლიტიკოსებს, გადაწყვეტილების მიმღებებს, თვითმმართველობების წარმომადგენლებს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალთა ჩართულობა და წარმომადგენლობა  არჩევით თანამდებობებზე იყოს მაქსიმალურად გაზრდილი”, – ამბობს თამარ ჟვანია.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s