კრიშტიანუ რონალდუ მაროკოელ ბოქსიორს ხვდება – ამას დასავლური მედია გამოცემები ამტკიცებენ. გამოჩნდა ცნობები, რომელთა თანახმად, რეალ მადრიდის ვარსკვლავი რეგულარულად დაფრინავს თავისი კერძო თვითმფრინავით მაროკოში, რათა ვარჯიშების შემდეგ თავის მეგობარს ბადჰ ჰარის “ჩაეხუტოს”.

დანიელ რიოლო, რომელიც ფრანგულ სატელევიზიო გადაცემას ამზადებს, სახელწოდებით Touche pas a mon sport, მიანიშნებს რომ ამ ორს ერთმანეთთან მეგობრობაზე ბევრად მეტი აკავშირებს.

“რონალდუ კვირაში სამი-ოთხჯერ დაფრინავს მაროკოში მეგობართან ჩასახუტებლად” – განაცხადა რიოლომ, რამაც შოუს დამსწრე აუდიტორიაში შოკი გამოიწვია.

რონალდუ და ჰარი მათ მეგობრობაზე თავადაც ხუმრობენ. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ერთ ფოტოში, სადაც ჰარის რონალდუ მკლავებში უჭირავს, სათაურად შემდეგი წარწერა აქვს გაკეთებული: “ახალდაქორწინებულნი. ყოველთვის აგიყვან ხელში, ძმაო”.

ჭორების სერია არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ფეხბურთელს მოდელ გოგონათა მთელი წყება ჰყავდა ინტიმურ მეგობრებად და ამას ხაზგასმით წარმოაჩენდა საჯაროდ მიცემულ ინტერვიუებში.

საკუთარი თავის გადაჭარბებულად მოვლის გამო, რონალდუს რამდენიმე წლის წინ კითხვაც კი დაუსვეს – ხართ თუ არა გეი?

რონალდუს პასუხი ორაზროვანია. მან თქვა: “ჩემი სექსუალობა მიღებული მაქვს და ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს”.

მასალა წარმოადგენს თარგმანს. იხ წყარო.

“17 მაისის” მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s