კაცები ძალადობის წინააღმდეგ – ამ იდეის გარშემო ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ. მოძრაობას “ჩვენ” ჰქვია და მისი პრეზენტაცია 7 დეკემბერს გაიმართა.

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს ერთი მხრივ ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას და მეორე მხრივ, გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოში.

მოძრაობის “ჩვენ – კაცები ძალადობის წინააღმდეგ” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნოდარ ანდღულაძის თქმით, აღნიშნული მოძრაობა ძირითადად პრევენციულ ზომებზე იქნება ორიენტირებული და რეგიონებში ახალგაზრდებთან როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტული აქტივობების ჩატარება იგეგმება.

“ჩვენ უკვე 5 წელია ამ საკითხზე ვმუშაობთ. მე პირადად რაგბის კავშირის წარმომადგენელი ვარ. 5 წელია დავდივართ რეგიონებში, ვსაუბრობთ ახალგაზრდებთან. რაგბის არაერთი სანაკრებო მატჩი მივუძღვენით ამ კამპანიას. შვედეთშიც არის მამაკაცების მსგავსი მოძრაობა “men for gender equality” და სწორედ იქ გავიარეთ კონსულტაციები. გვაქვს სპეციალური ტრენინგები გავლილი, თუ როგორ მივაწოდოთ გენდერული თანასწორობის თემები ახალგაზრდა ბიჭებს, უმეტესად არის “men to men talk” ფორმატი. ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ და ეს ყველაფერი გავხადოთ უფრო მასშტაბური. ახლა უბრალოდ ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, მამაკაცების შეკრებას სხვადასხვა სფეროდან, რადგან მარტო სპორტი და მარტო რაგბი არ არის საქართველო. ჩვენ გვინდა, რომ აბსოლუტურად ყველა სფერო მოვიცვათ და ამ ყველაფერს ორგანიზებული სახე მივცეთ, რათა უფრო მასობრივი მოხდეს ცნობიერების ამაღლება, – თქვა ნოდარ ანდღულაძემ

საზოგადოებრივი მოძრაობის “ჩვენ” პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროში ცნობილი და წარმატებული კაცები, რომლებიც უერთდებიან აღნიშნულ კამპანიას და აქტიურად აპირებენ ამ საკითხებზე მუშაობას.

“გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული მამაკაცის როლი მნიშვნელოვანია. როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ასეთი სტატისტიკაა, ეს კარგზე არაფერზე არ მეტყველებს. მე პიროვნულადაც და ორგანიზაციიდანაც ამ საკითხებში მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულები და ყოველთვის ვეცდები, რომ ამ მხრივ ვიყო აქტიური”, – აღნიშნა რეზი არველაძემ.

აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება და აქტიურად ჩაერთვება მწერალი დათო ტურაშვილი. მისი თქმით, საშინელებაა, როცა 21-ე საუკუნეში გვიწევს საუბარი და მსჯელობა იმაზე, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არასწორი და მიუღებელია.

“სამწუხაროდ ეს არის ჩვენი, დღევანდელი საქართველოს ყოველდღიურობა. ძალადობის მსხვერპლნი არიან არამხოლოდ ქალები, არამედ კაცებიც. ეს მართლაც ასეა, ძალიან ბევრი კაცი არის ძალადობის მსხვერპლი, ბევრი კაცი მიიჩნევს თავს დაჩაგრულად, მაგრამ ქალებისა და კაცების დისკრიმინაცია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. კაცები იმიტომ იჩაგრებიან, რომ ჯერჯერობით ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ ქალები იჩაგრებიან მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან ქალები.

მე ძალიან მიხარია, რომ ინიციატივის ავტორები არიან ძალიან კარგი, ღირსეული და წარმატებული მამაკაცები და ყველანაირად ვეცდები, რომ აქტიურად ვიყო ჩაბმული აღნიშნულ კამპანიაში”, – განაცხადა დათო ტურაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობის “ჩვენ” მხარდამჭერი არის გაეროს ქალთა ორგანიზაცია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ კაცების მიერ ამ მოძრაობის წამოწყება სიმამაცედ შეაფასა.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ამ ქვეყანაში. უამრავი ქალთა ორგანიზაცია არსებობდა და არსებობს, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალების უფლებების დაცვისთვის იბრძვის. ჩვენ ვართ გაეროს წარმომადგენელი ორგანიზაცია ‘გაეროს ქალები’ და ჩვენი მიზანია, შევცვალოთ მენტალობა ქალებთან დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ პირველად მოხდა, რომ ამ მიზნის ქვეშ გაერთიანდნენ კაცები. იმ ფონზე, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ქალების წარმომადგენლობა მხოლოდ 11%-ია, ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა 35%-ია, კაცების მსგავსი გადაწყვეტილება, რომ გაერთიანდნენ ქალების უფლებებისთვის, მამაცური საქციელია”, – განაცხადა ერიკა კვაპილოვამ.

საზოგადოებრივი მოძრაობის “ჩვენ” დამფუძნებლები 2010 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და აქტიურად არიან ჩართულნი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s