სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ერთი ჯგუფის მიერ აზრის გამოხატვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა – ეს განცხადება მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის “წადი მონასტერში!” ორგანიზატორებმა გააკეთეს.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, აქცია საზოგადოების ერთი ჯგუფის მხრიდან მუქარის შემცველი წერილების, შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებისა და სახელმწიფოს მხრიდან მათი უსაფრთხოების დაცვის გარანტიის არქონის გამო გააუქმეს.

“ეს უნდა ყოფილიყო რეაქცია პატრიარქის ინიციატივაზე, პატიმრების შესწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მყისიერად აიტაცეს პოლიტიკოსებმა, მათ შორის პრემიერმა ღარიბაშვილმაც. ჩვენ პოლიტიკოსებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მივმართავდით, დამთავრდეს რელიგიური გრძნობებით სპეკულაცია, რომელიც, მივიჩნევთ, რომ სახიფათოა. ეს ააშკარავებს ხელისუფლების უუნარობას. ისინი გარკვეული საქმეების კეთების დროს ეკლესიისგან ითხოვენ ლეგიტიმაციას. სახელმწიფოში, რომელიც სეკულარული და მრავალკონფესიურია, ერთი კონკრეტული ეკლესიისთვის ასეთი ძალაუფლების მინიჭება და მისი უზენაესობის ხაზგასმა სეკულარულობას ეწინააღმდეგება.

ამიტომ, ჩვენი მკაფიო მოთხოვნა იყო, გამიჯნონ ერთმანეთისაგან საკუთარი რელიგიური სენტიმენტები და სახელმწიფო მოხელის ფუნქციები”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თეო ხატიაშვილი.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნინია კაკაბაძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილში არის მოთხოვნა, გააპროტესტოს ეს ყველაფერი, თუმცა სახელმწიფო სხვა ჯგუფებისგან მათ დასაცავად მზად არ არის.

“აქციამდე ერთი დღით ადრე ისმოდა მუქარები ერთ-ერთი დაჯგუფების მიერ. ეს ექსტრემისტული ჯგუფია, რომელიც იმუქრებოდა, რომ მოვიდოდნენ და ფიზიკურად გაგვისწორდებოდნენ. ჩვენი სახელმწიფო არ აღმოჩნდა მზად ჩვენს დასაცავად. ვინაიდან აქციასთან დაკავშირებით განაცხადი წინასწარ არ გვქონდა გაკეთებული, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უარი გვითხრეს. ამიტომ გავაუქმეთ აქცია”, – ამბობს კაკაბაძე.

12348723_925435904172048_2014802557_nსაქართველოს რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელის, ელენე ხოშტარიას თქმით, მიზანმიმართულად დამახინჯდა ის გზავნილი, რასაც ეს აქცია ემსახურებოდა.

ხოშტარია ამბობს, რომ პრობლემა არა ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს ფუნდამენტის, კონსტიტუციის შეზღუდვის მცდელობაშია, რაც პირველ რიგში, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან მომდინარეობს.

“ვნახეთ ყველა შტოს წარმომადგენლის განცხადება, რომ ისინი მზად არიან გადახედონ ქვეყნის საკონსტიტუციო ფუნდამენტს. ამიტომ, მოდელი, რომლისკენაც ჩვენ მივილტვით არის სწორედ იმ ცივილიზებული სამყაროს მიერ შექმნილი, სადაც ყველა ეკლესია ჰარმონიულად თანაარსებობს. ევროპაში ეკლესიებს არსებობის არანაირი პრობლემა არ აქვთ, მაგრამ მათ აქვთ განსაზღვრული და კონკრეტული როლი – ისინი არ ერევიან საერო ხელისუფლებაში.

მეორე პრობლემა, რაც გამოვლინდა, ეს არის საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის მიუღებელ თემაზე უბრალოდ აზრის გამოხატვის შეზღუდვა. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ჩვენი, საზოგადოების ერთი ჯგუფის აზრის გამოხატვის თავისუფლება და ფაქტობრივად აგრესიული ჯგუფების მუქარის ქვეშ, სახელმწიფომ ამ გამოხატვაზე უარი გვითხრა. ჩვენ მოგვიწია, სახელმწიფოს ნაცვლად ვიზრუნოთ ქვეყანაში სტაბილურობაზე და თავიდან ავიცილოთ აგრესია. ეს არის სახელმწიფოს ორი ფუნდამენტი, რომელიც ბოლო წლებია შერყეულია და ამაზე გვინდა ყურადღების გამახვილება”,- ამბობს ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს, სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია “წადი მონასტერში!” უნდა გამართულიყო. შეკრებილ ადამიანებს პატრიარქის ის ინიციატივა უნდა გაეპროტესტებინათ, რომლ​ითაც ილია მეორემ მისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭება მოითხოვა. ეს ინიციატივა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, ასევე მინისტრების ნაწილმა მოიწონა, პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ “შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიური იქნება”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s