დავით ნარმანიას თქმით, 1 მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 480 ათასი ძირი ხე დაირგო. ეს მან დღეს მერიის მუშაობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციის დროს თქვა.

გამწვანების თვალსაზრისით ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. 1 მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში ახლა უკვე დღეის მდგომარეობით ჩვენ დაახლოებით 480 ათასი ხე გვაქვს დარგული. პირველად ქალაქის ისტორიაში შევიმუშავეთ ქალაქის რეკრეაციული განვითარების და თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის კონცეფცია, გარემოს დაცვითი სტრატეგია, შესაბამისად, 2.5 მილიონ კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიას დამატებით მივანიჭეთ რეკრეაციული ზონის სტატუსი, რათა შევინარჩუნოთ ეს ტერიტორიები”, – თქვა თბილისის მერმა.

აღსანიშანვია, რომ მერიის ინიციატივით თბილისში ხის პატარა ნერგები ირგვება, მრავალი ათწლოვანი ხე კი გაიჩეხა. მათ შორის, დაახლოებით 1 თვის წინ შინდისი-ორთაჭალის გზაზე დაახლოებით 100 ძირი ჯანმრთელი ხე გაჩეხეს. მთლიანობაში მერია გზის მშენებლობის მოტივით 600 ხის მოჭრას გეგმავდა.

‘პარტიზანი მებაღეების’ ინფორმაციით, აღნიშნული ხეების გაჩეხვა და გზის მშენებლობა ‘პანორამა თბილისის’ პროექტს უკავშირდებოდა, თუმცა მაშინ თბილისის მერმა ეს ფაქტი უარყო და თქვა, რომ “შინდისის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია, რომ ახალი გზა გაკეთდეს” და რომ “პანორამა თბილისთან” ამ გზას პირდაპირი კავშირი არ აქვს”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s