საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული 61 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობს – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

იუსტიციის საბჭოს 2014 წლის 24 სექტემბრის 1/86 გადაწყვეტილებით, კანდიდატის მოსამართლედ დანიშვნამდე, საბჭო კანდიდატის შესახებ იძიებს ინფორმაციას და მოგროვებული ინფორმაციისა და კანდიდატთან გასაუბრების საფუძველზე, აფასებს კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმს. სანამ საბჭო კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ამ ორივე კრიტერიუმის მიხედვით კანდიდატი დადებით შეფასებას იმსახურებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საბჭომ მხოლოდ ის პირები უნდა დანიშნოს მოსამართლეებად, ვისაც საზოგადოებაში მაღალი რეპუტაცია და პროფესიული კვალიფიკაცია აქვთ. მათი განცხადებით, საბჭომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეისწავლოს და შეაფასოს იმ პირთა პროფესიული საქმიანობა, ვისაც უკვე აქვს სამოსამართლეო გამოცდილება და ვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის გამოც საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.

“აღსანიშნავია, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ამ დრომდე ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობს, რაც წინააღმდეგობაში მოდის გადაწყვეტილებების მიუკერძოებლად მიღების პრინციპთან. იუსტიციის საბჭომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმსჯელოს იუსტიციის საბჭოს მდივნის, რომელიც ამავე დროს მიმდინარე კონკურსის მონაწილეა, ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე და უზრუნველყოს, რომ იგი არ ესწრებოდეს მიმდინარე გასაუბრებებს, ასევე მოხდეს მისი ჩამოცილება მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებისაგან.    

იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი, ასევე შერჩეული კანდიდატები არ გააღრმავებს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებაში წლების განმავლობაში დაგროვილ უნდობლობას და პირიქით – ხელს შეუწყობს სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში რწმენისა და პატივისცემის ამაღლებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, იდენტობა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საზოგადოებრივი დამცველი, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი (BBSA), საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA), ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF) აწერენ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s