საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაღაზიათა ქსელ “საგას” მიერ “სექსუალური აღზრდის” სახელწოდებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ რეკლამას ეხმაურება და ამბობს, რომ ვიდეო რგოლი, შინაარსის გათვალისწინებით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განმარტებულ უხამსობის და “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ არაეთიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს.

კომისია ამბობს, რომ ვიდეო რგოლში ასახული სიუჟეტი წინააღმდეგობაშია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან და მას არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება.

“სარეკლამო რგოლი არასრულწლოვანისთვის შეუსაბამო შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოუწოდებს მაღაზიათა ქსელ “საგას” ფრთხილად მოეკიდოს მსგავსი შინაარსის მატარებელი ვიდეო რგოლების (რეკლამის) გავრცელების საკითხს, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის თვალსაზრისით და ამავე დროს, მოუწოდებს კომპანიას უზრუნველყოს სოციალურ ქსელებში განთავსებული ვიდეო რგოლის გავრცელების შეზღუდვა”, – ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მაღაზიათა ქსელმა “საგამ” ვიდეო რგოლი გაავრცელა, სადაც არასრულწლოვანი სექსუალურ აქტს აღწერს. რეკლამაში არასრულწლოვანი მონაწილეობს.

“17 მაისთან” საუბარში იურისტმა ანა აბაშიძემ ვიდეო რგოლი ბავშვზე სექსუალური ძალადობად შეაფასა და აღნიშნა, რომ “სახეზე გვაქვს სიტყვიერი პორნოგრაფია, რომელიც არასრულწლოვანს ესმის და ეს ყველაფერი პირდაპირ ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვთა კონვენციას”.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლის სიუჟეტი არ შეესაბამება მოცემული ასაკის როგორც მონაწილე, ასევე, მაყურებელი არასრულწლოვნების შემეცნებითი და ემოციური განვითარების დონეს. მისი შეფასებით, ვიდეო რგოლი წარმოადგენს ძალადობრივ ზეწოლას მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე და უხეშად არღვევს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s