ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი, ეკა ჭითანავა ფიქრობს, რომ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთობა კანონის ფარგლებს სცდება და პოლიტიკურ კორუფციად აფასებს, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები ეკლესიისთვის დიდი ფინანსური რესურსების გადაცემის სანაცვლოდ პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობენ.

“პოლიტიკოსები ეკლესიას იყენებენ თავიანთი პოლიტიკური ლეგიტიმაციისათვის, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ლეგიტიმურობა და საპასუხოდ, საპატრიარქო ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს იღებს. ეს არის წლების განმავლობაში გადაცემული უძრავი და მოძრავი ქონება, ფინანსური სახსრები. დაფინანსების მოდელში, ასე ვთქვათ დოტაციის მოდელში შედის არა მხოლოდ 25 მილიონის ტრანსფერი, არამედ სარეზერვო ფონდიდან გადაცემული თანხები. ჩვენ თუ დინამიკას დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ დიდი თანხების გადაცემის თარიღები გარკვეულ პოლიტიკურ პერიოდებს ემთხვევა. მაგალითად, 2008 წელი, როდესაც პოლიტიკური კრიზისი, რთული პერიოდი და არჩევნები იყო – ამ დროს საპრეზიდენტო სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულმა თანხამ 5 მილიონი შეადგინა. ასევე, 2011 წელს იყო დაახლოებით მილიონ ნახევარი, როდესაც რელიგიურ ორგანიზაციებს მიეცათ სიპებად დარეგისტრირების შესაძლებლობა, ანუ რეგისტრაციის არჩევის წესი. სწორედ ეს არის პოლიტიკური კორუფცია”, – განაცხადა ეკა ჭითანავამ გადაცემა “არჩევანში”.

ჭითანავას თქმით, საპატრიარქო არსებულ მდგომარეობას სათავისოდ იყენებს და ცდილობს ძლიერი პოლიტიკური აქტორი გახდეს, რაც სეკულარული და კონსტიტუციური ქვეყნისთვის არასწორია. მისი თქმით, აუცილებელია საეკლესიო და სახელმწიფო ინსტიტუტების ურთიერთგამიჯვნა.

“საპატრიარქო ძალიან კარგად თამაშობს ძალაუფლებით და მან კიდევ ერთხელ მოახდინა ამ ძალაუფლების დემონსტრირება. ის ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას და პრეტენზია აქვს, გახდეს პოლიტიკური მოთამაშე. ის არ არის უბრალოდ რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც რელიგიურ საქმიანობას ახორციელებს. ის არის ძალიან აქტიური პოლიტიკური მოთამაშე.

როდესაც ურთიერთგამიჯვნაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ რელიგიური ინსტიტუტები უნდა გავდევნოთ საჯარო სივრციდან და მათ არ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობის უფლება პოლიტიკაში, თუმცა უკვე სხვა საკითხია, როცა საპატრიარქო მთელი საჯარო სივრცის მონოპოლიზაციას ცდილობს, როდესაც იგი აქტიურად იჭრება პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში”,- აღნიშნა ჭითანავამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა, ილია მეორემ პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების სურვილი გამოთქვა, რასაც საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s