საქართველოს მოსახლეობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ მიუღებლობასა და შიშს იჩენს – ამის შესახებ “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევა 2015 წლის მაისსა და ივნისში ჩატარდა და მისი მიზანი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შეესწავლა იყო, თუ რამდენად აქვს მოსახლეობას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები გაცნობიერებული.

შემთხვევითი შერჩევის მეთოდითა და პირისპირ ინტერვიუების საშუალებით, კვლევის ფარგლებში ზრდასრული ასაკის 1000 ადამიანი საქართველოს 11 რეგიონში გამოიკითხა.

გამოკითხულთა 23.9%-ს ეშინია ფიქრი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე, რომლებიც სახლებში ცხოვრობენ. 49.9% არ ისურვებს, რომ ასეთი ადამიანი მის მეზობლად ცხოვრობდეს, ხოლო 42.7%-ს მიაჩნია, რომ “სულელი უნდა იყოს ქალი, რომელიც ისეთ კაცს გაჰყვება ცოლად, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა წარსულში, მაშინაც კი, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება”.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ნიშნების გამოვლენისთანავე პიროვნების ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იზოლაცია უნდა მოხდეს.

გამოკითხულთა 43.7%-ის აზრით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება არ უნდა ჰქონდეს, ხოლო 47.2% მიიჩნევს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა გააჩნდეთ.

კვლევის მიხედვით, სოფლის მოსახლეობას შიში და მიუღებლობა ურბანულ მოსახლეობასთან შედარებით, უფრო მეტად აქვს გამოხატული.

შიშისა და გარიყულობის ნაწილში განათლების დონე დადებით ზეგავლენას ახდენდა გამოკითხულთა პოზიტიურ განწყობაზე. უმაღლესი განათლების მქონე პირები, საშუალო და საშუალო ტექნიკური განათლების მქონე პირებისგან განსხვავებით, არ მიიჩნევდნენ, რომ ფსიქიკური აშლილობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში პიროვნება დაუყოვნებლივ იზოლაციას საჭიროებს.

გამოკითხვის მიხედვით, სოფლისა და რაიონის მოსახლეობამ უფრო ემპათიური დამოკიდებულება გამოავლინა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მიმართ, ვიდრე ქალაქის მოსახლეობამ. სოფლის მოსახლეობა უფრო მეტად თანხმდებოდა იმაზე, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები დაცინვის საგანს წარმოადგენს. და მიაჩნიათ, რომ მათი მკურნალობა თემში უნდა ჩატარდეს.

გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ საუკეთესო თერაპია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის ისაა, რომ დანარჩენი საზოგადოებისგან არ გარიყონ. თუმცა, 22% მიიჩნევს, რომ მათ დასაქმების ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეს, როგორიც სხვებს.

კვლევაში 18-24 წლის ახალგაზრდები უფრო მეტ მიმღებლობას ავლენენ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მიმართ და უფრო მეტად ტოლერანტულები არიან, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფები. თუმცა, ნაკლებად პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების დასაქმების უფლებების მიმართ და არ მიაჩნიათ, რომ იზოლირება ფსიქიკური აშლილობების მკურნალობის მიმართ მოძველებული ფორმაა.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 89.2% ამბობს, რომ შიზოფრენია ფსიქიკური აშლილობაა და 71.5% მიიჩნევს, რომ შიზოფრენიის მქონე პაციენტი მოიაზრება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის ქვეშ.

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ დეპრესია ფსიქიკური აშლილობაა, მხოლოდ 5.8% მიიჩნევს, რომ მძიმე დეპრესიის მქონე პირი ფსიქიკური აშლილობის მქონეა. 

კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მიმართ ცოდნისა და გაცნობიერების გამოხატული დეფიციტი, რომელიც აძლიერებს სტიგმასა და დისკრიმანციას და ხელს უშლის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

კვლევა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის “ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში” ფარგლებში ჩატარდა.

ფოტო: ფსიქიკური აშლილობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული  მსვლელობიდან

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s