რუსუდან გოცირიძე: “ბოლო ორმა დღემ აჩვენა, რომ ჩვენი ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორი სახელმწიფო ჩავაბარეთ ჩვენ, მოქალაქეებმა, როგორი დაკვეთა აქვთ ამ ადამიანებს და რა უნდა აკეთონ. არა აქვთ წარმოდგენა ისეთ პრინციპებზე, თუ რა არის სეკულარული სახელმწიფო, რა არის თეოკრატია და რა საშიშროებებს ატარებს თეოკრატია. თუ ეკლესიის მოძულეობაზეა საუბარი, ალბათ თუკი რამით შეუძლია ეკლესია დააზიანოს სახელმწიფოს, ეს არის სახელმწიფოსთან მისი გადაჯაჭვა და განსაკუთრებით, ფინანსური, ძალაუფლებრივი გადაჯაჭვა.

რომ ვხედავთ, როგორი პარლამენტარები გვისხედან პარლამენტში, მე მეშინია ნებისმიერი ინიციატივის. აქამდე ვლაპარაკობდით, რომ ზოგიერთი პარლამენტარი აგერ უკვე მეოთხე მოწვევის პარლამენტარია და მისი გვარიც არ ვიცოდით, სანამ რაღაც უცნაურ სკანდალში არ გაეხვა. ხანდახან ისეთი განცდა მიჩნდება, ისეთი ინიციატივებით შემოდიან პარლამენტარები, რომ ნეტავ ჩუმად იყვნენ, აიღონ ის ხელფასი და ისეთი უცნაური ინიციატივით არ შემოვიდნენ, რომელიც შეიძლება მერე, ემოციურ ფონზე და იმ აბსოლუტურად გაუაზრებელ ფონზე, რომ რას აკეთებენ იქ, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ, შეიძლება საერთოდ ჩიხში მოაქციონ სახელმწიფო”.

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭებაზე. გადაცემა “არჩევანში”. 8 დეკემბერი. 2015.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s