რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა შეიმუშავა. პროგრამაში წარმოდგენილია როგორც ახალი, ასევე გამკაცრებული რეგულაციები. აღნიშნული რეგულაციების მიზანი უსაფრთხო და მოწესრიგებული საგზაო მოძრაობის შექმნა, ქვეითად მოსიარულე ადამიანების უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფაა. თუმცა, პროგრამაში არსებული რამდენიმე რეგულაციას საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. აზრთა სხვადასხვაობა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოტანის აკრძალვამ და ე.წ. “დამალული პატრულების” შემოღებამ გამოიწვია.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ”დამალული პატრულები” გარდა იმისა, რომ მასობრივ და უკანონო თვალთვალს ითვალისწინებს, ორიენტირებულია არა პრევენციაზე, არამედ მძღოლების ”გამოჭერაზე”, რაც საბოლოოდ დადებითი შედეგების მომტანი არ იქნება.

რაც შეეხება საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოტანის აკრძალვას, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ ეს აკრძალვა შედეგს ვერ გამოიღებს და ამის ფონზე დაბალფასიანი მარცხენასაჭიანი მანქანების იმპორტი გაიზრდება, რის შედეგადაც ვერც განტვირთულ საგზაო მოძრაობას მივიღებთ და ეკოლოგიური პრობლემებიც არ გადაიჭრება. თუმცა, შს მინისტრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის აკრძალვით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ”თუ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხი არ დარეგულირდება, აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საგზაო მოძრაობის რეგულირება ჩიხში შევა. როცა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა მარცხენასაჭიანს გაუტოლდება, მაშინ რომელ მიმართულებაზე უნდა იყოს აწყობილი მოძრაობა? შევცვალოთ მოძრაობის მიმართულება?მსოფლიოში არც ერთ საშუალო ან მაღალი განვითარების ქვეყანას მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტოპარკი თანაბრად არ ჰყავს – ეს წარმოადგენს საფრთხეს მოძრაობისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის”.

“17 მაისი” დაინტერესდა, თუ როგორი რეგულაციები მოქმედებს საგზაო მოძრაობის კუთხით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ძირითადად, რა ტიპის წესები  და სტანდარტებია გავრცელებული განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში.

როგორც აღმოჩნდა, ევროპის ქვეყნებს, საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მარჯვენასაჭიანი მანქანები აკრძალული არ აქვთ. მოძრაობის განსატვირთად ისინი ისეთ მეთოდებს იყენებენ, როგორიცაა ფასიანი ქუჩები და გზები, შეზღუდული მოძრაობის ზონები, უსაფრთხოების ტექნიკური აღჭურვილობის სტანდარტების დარეგულირება და ა.შ.

მანქანის მართვისას მობილურზე საუბარი – ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში მანქანის ტარებისას ტელეფონზე საუბარი აკრძალულია. მაგალითად, ნიდერლანდებში აღნიშნულ დარღვევაზე ჯარიმა ათასობით დოლარი ან ორი კვირით თავისუფლების აღკვეთა შეიძლება იყოს.

სავალდებულო უსაფრთხოების ტექნიკური აღჭურვილობა – ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედებს რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც მანქანები უნდა აკმაყოფილებდნენ უსაფრთხოების კონკრეტულ სტანდარტებს. რეგულაციის მიხედვით სავალდებულოა, რომ მანქანაში იყოს პირველადი დახმარების კომპლექტი, ასევე, გამაფრთხილებელი სამკუთხედები. საბერძნეთში, უნგრეთში, პოლონეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში დამატებით სავალდებულოა ცეცხლსაქრობის ქონა. თუ კი პიროვნება დაიქირავებს მანქანას, მაშინ ამ მანქანის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფა მისი პასუხისმგებლობაა.

მოძრაობის შეფერხების ბრალდება – მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმა დიდ ბრიტანეთში განისაზღვრება 10 გირვანქა სტერლინგით. ზონები, სადაც გადატვირთული მოძრაობის დიდი რისკია, მონიშნულია სპეციალური საგზაო ნიშნით. ამ ზონებში მიმდინარეობს მუდმივი ვიდეოკონტროლი. ამ ზონებში საგზაო მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმა 50-170 გირვანქა სტერლინგია. გარდა დიდი ბრიტანეთისა, იტალიშიც არის ე.წ. შეზღუდული მოძრაობის ზონები. ეს ზონები ძირითადად არის ისტორიული, ტურისტული და ცენტრალური ქუჩები ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მილანი, ფლორენცია, პიზა და სხვა.

დაზიანებული ავტოტრანსპორტი – ე.წ. “hit-and-run” დანაშაულმა და ვანდალიზმმა ჩეხეთის რესპუბლიკაში დამატებითი რეგულაციები წარმოშვა. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, მესაზღვრეები საზღვრის გადაკვეთა -გადმოკვეთის დროს მუდმივად აღრიცხავენ დაზიანებულ მანქანებს. თუ კი ქვეყანაში ვიზიტისას მანქანა რაიმე დაზიანებას მიიღებს, პოლიციამ ამის შესახებ ადგილზევე უნდა დაწეროს ანგარიში. თუ მანქანა დაზიანების დაფიქსირების გარეშე შევა ქვეყანაში, ქვეყნის დატოვებისას თუ მას აღენიშნება რაიმე დაზიანება, იგი პოლიციის სპეციალური ანგარიშის წარდგენის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებს.

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა – ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.05-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული მაჩვენებელი ნულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანის ტარების დროს სისხლში ალკოჰოლის საერთოდ არ უნდა იყოს. ჩეხეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, პოლონეთსა და უნგრეთში კი სისხლში ალკოჰოლის დონედ 0.02-ია. საბერძნეთში მოტოციკლისტების მიმართ ამ მხრივ ნულოვანი ტოლერანტობაა. გერმანიაში კი დასაშვები ზღვარი 0.32-ია.

GPS და სიჩქარის დეტექტორის კამერა – ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში რადარ დეტექტორის გამოყენება აკრძალულია. რამდენიმე ქვეყანამ ასევე  სიჩქარის დეტექტორის კამერების GPS-ის ნავიგაციასთან ერთად გამოყენება აკრძალა. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი და სლოვაკეთი. საფრანგეთის ხელისუფლება სიჩქარის დეტექტორებისა და კამერების სათვალთვალო ნიშნების მოხსნას და გზატკეცილებზე დამატებით 400 კამერის დამონტაჟებას გეგმავს. იტალიის ხელისუფლებამ კი საფრანგეთის საპირისპირო რეგულაციები შემოიღო. გარდა იმისა, რომ კამერების რაოდენობა გაზარდა, ასევე დასაშვები გახდა GPS მოწყობილობის ვიდეოკამერის დეტექტორებთან ერთად გამოყენება.

დაზღვევა – რაც შეეხება დაზღვევას, ქვეყნების უმრავლესობაში სავალდებულოა მანქანის ღირებულების მინიმუმ მესამედი ნაწილის დაზღვევა.

ფეხით მოსიარულეები – გზაზე გადაადგილების დროს უპირატესობა ფეხით მოსიარულეს მხარესაა. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ქვეითის გადასასვლელი კონკრეტულ ადგილას, ავტომობილის მძღოლმა ქვეითად მოსიარულეს გზა უნდა დაუთმოს და გაატაროს. აღნიშნული წესი განსაკუთრებით მოქმედებს ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და ლუქსემბურგში.

ფასიანი ქუჩები და გზები – ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში კონკრეტულ ქუჩებსა და ხიდებზე სპეციალური გადასახადები არის დაწესებული. ავტომობილის მძღოლი ქუჩაზე ამ გადასახადის გადახდის გარეშე ვერ გაივლის. აღნიშნული რეგულაცია განსაკუთრებით მუშაობს ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. ამ ქვეყნებში ავტომობილით გამგზავრების შემთხვევაში ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ საზღვარზევე შეიძინონ აღნიშნული გადასახადების აბონემენტები და შეფერხებების გარეშე გადაადგილდნენ. აღნიშნული რეგულაცია სახელმწიფოებმა გადატვირთული მოძრაობის გამო შეიმუშავეს.

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s