2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ის, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება. საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრისთვის რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი იბრძოლებს.

მათ წინასაარჩევნო კამპანია ნაწილობრივ უკვე დაიწყეს. “17-მა მაისმა” გადაწყვიტა, პოლიტიკურ პარტიებს რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობების, ასევე ქალების უფლებების დაცვისა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გეგმებისა და სტრატეგიების შესახებ ჰკითხოს.

ჩვენს კითხვებს “თავისუფალმა დემოკრატებმა” უპასუხეს. ოფიციალური პოზიცია “17 მაისს” პარტიის პრესსამსახურმა მიაწოდა.

პარტია აცხადებს, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას მიესალმება და საარჩევნო სიების კვოტირებასაც მხარს უჭერს. თავისუფალი დემოკრატების აზრით, ეს წაახალისებს ქალთა ჩართულობას პოლიტიკაში, გარკვეული დროის შემდეგ კი სიების დასაბალანსებლად ხელოვნური კვოტირება თავისთავად აღარ იქნება საჭირო.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” თქვეს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარ საარჩევნო სიაში 30 პროცენტიანი სავალდებულო კვოტირება დააწესეს.

ნებისმიერი ადამიანი არის ერთმანეთის თანასწორი განურჩევლად რასისა, ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, მრწამსისა თუ ორიენტაციისა. ეს ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი ნიშნებით ადამიანთა დიფერენცირება არ უნდა მოხდეს, საჯარო სივრცეში მიუღებელია ამგვარი ნიშნით ადამიანთა სტიგმატიზირება. ეს არის ის მიმართულება, საითაც მიდის ჩვენი პარტია.

ამის მიუხედავად, სასურველ მდგომარეობამდე გარკვეული გზაა გასავლელი. პირველ რიგში, დასაძლევია ქალთა მიმართ ძალადობა და ამ მიმართულებით უფრო მეტად ვფიქრობთ კანონმდებლობის გამკაცრებას და აღსრულების მექანიზმების დახვეწას”.

რაც შეეხება ლგბტ თემსა და მათ პრობლემებს, “თავისუფალი დემოკრატები” ამბობს, რომ პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელ ძალისხმევას ყველა ადამიანის თანასწორობისკენ მიმართავს, რადგან მათთვის დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია.

ჩვენ არ ვაპირებთ ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას, ჩვენ ვაპირებთ არჩევნების მოგებას და ხელისუფლებაში მოსვლას, რის შემდეგაც მთელ ძალისხმევას მივმართავთ დეკლარირებული მოცემულობის მიღწევისაკენ, როცა ნებისმიერი ადამიანი არის ერთმანეთის თანასწორი განურჩევლად რასისა, ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, მრწამსისა თუ ორიენტაციისა. ეს ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი ნიშნებით ადამიანთა დიფერენცირება არ უნდა მოხდეს, საჯარო სივრცეში მიუღებელია ამგვარი ნიშნით ადამიანთა სტიგმატიზირება. ეს არის ის მიმართულება, საითაც მიდის ჩვენი პარტია”.

თუმცა, ”თავისუფალი დემოკრატები” ქორწინების თანასწორობას არ ემხრობიან, რადგან მათთვის ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა და ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება მიუღებელია.

საქართველოს კონსტიტუციაში  პირდაპირ წერია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჰომოფობია დამღუპველია და ამაზე ყველა ვთანხმდებით. ქორწინება, როგორც სამოქალაქო აქტი, რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით. “თავისუფალი დემოკრატები“ ეთანხმებიან საქართველოში არსებული კანონმდებლობის არსს და ვერ ხედავენ მისი შეცვლის აუცილებლობას. ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარ პირად სივრცეში ისე მოიქცეს, როგორც მისი მსოფლმხედველობა კარნახობს. თუმცა, “თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა და ამ შემთხვევაში ერთი სქესის ადამიანთა ქორწინება  მიუღებელია”.

რაც შეეხება რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად და მათი უფლებების რეალიზებისთვის, პარტია თვლის, რომ პირველ რიგში სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლება და განათლების დონის ამაღლება არის საჭირო. პარტია აცხადებს, რომ კონკრეტული გეგმები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა და სხვა ჯგუფების მდგომარეობის გამოსწორებისა და სრულფასოვანი რესოციალიზაციისთვის კონკრეტული გეგმები აქვს.

საქართველოში არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რაც განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს ქართულ ეკლესიას.  მისი ისტორიული როლიდან გამომდინარე ეს ასეც უნდა იყოს. ამასთანავე, ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ეკლესია არ მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში, ის არის და უნდა იყოს მმართველობიდან გამიჯნული. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი აღმსარებლობის მქონე რიგით მოქალაქეს თუ სასულიერო პირს უფლება აქვს გამოხატოს და დაიცვას საკუთარი აზრი. ამ მხრივ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა”.

“თავისუფალი დემოკრატები“ ასევე მიიჩნევენ, რომ ყველა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ვალდებულია, განუხრელად დაიცვას თითოეული  მოქალაქის უფლება. პარტიის განცხადებით, ეს არის და იქნება მათი უპირველესი ამოცანაც.

ამავე თემებზე “17 მაისის” ინტერვიუ ახალ პოლიტიკურ ცენტრთან “გირჩი იხილეთ აქ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s