სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც 2015 წელს საქართველოში უფლებრივ მდგომარეობას ეხება და რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მრავალი გამოწვევა არსებობს.

ომბუდსმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კვლავ მაღალია ბავშვის მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, საქართველოს კანონმდებლობაში ჯერჯერობით არ ასახულა ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო ბავშვის ყველა სახის ძალადობისგან დაცვის მიზნით მეტ პასუხისმგებლობას აიღებს .

სახალხო დამცველის ცნობით, ხშირ შემთხვევაში, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები არ ფლობენ ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ომბუდსმენის თქმით, ასევე პრობლემაა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობისა და რეფერირების პროცედურების შესახებ ბრძანების განხორციელებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირება.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრის მიერ საქმისწარმოების პროცესში გამოვლინდა ბავშვის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის მიმართ ჩადენილი დანაშაულის მაღალი მაჩვენებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით ომბუდსმენმა მთავრობას წინადადებით მიმართა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა. თუმცა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ წინადადებაზე სახალხო დამცველს მთავრობისგან საპასუხო წერილი არ მიუღია.

ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით პრობლემურია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე არასრულწლოვნების ძალადობისგან დაცვის საკითხი.

ომბუდსმენისვე ცნობით, პრობლემად რჩება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით მშობლების განქორწინების შემთხვევაში. ასევე, სოციალური სამსახური დღემდე არ არის აღჭურვილი საკმარისი კვალიფიციური პერსონალით და  ტექნიკური რესურსით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებით.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მწვავედ დგას სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა.

ასევე, პრობლემურია სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა, პედაგოგთან გადამზადება და ინკლუზიური განათლების პროგრამის სრულფასოვნად დანერგვა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ამოცანაა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, გასატარებელია დაუყოვნებლივი ღონისძიებები, რათა არასრულწლოვანი მსჯავრდებულები/ბრალდებულები დაცული იყვნენ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, განსაკუთრებით კი ბულინგისგან. პრობლემურია მათი რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის საკითხიც.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1948 წლიდან აღინიშნება.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გადაწყვეტილებით, 2015 წელს 10 დეკემბრის მთავარი გზავნილია „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ყოველთვის“. გზავნილი უფლებებისა და თავისუფლებების მარადიული იდეის ირგვლივ ტრიალებს და იმ საქმიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც მათ დასაცავად და უზრუნველსაყოფად დღემდე გრძელდება.

საქართველოს სახალხო დამცველი კი 2013 წლიდან ყოველ ამ დღეს საზოგადოებას მიმდინარე წლის ანგარიშს წარუდგენს და ადამიანის უფლებებით კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აჯამებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s