საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა 2015 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ შეფასება მედიას წარუდგინა.

შეფასებაში აღნიშნულია 2015 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 2013 წლის 17 მაისის დარბევაში მონაწილე სასულიერო პირები. საიას შეფასებაში ნათქვამია, რომ პროკურატურამ არ ჩაატარა ვიდეოს ექსპერტიზა, რათა სავარაუდო დამნაშავე პირების ამოცნობა შესაძლებელი ყოფილიყო.

ასევე, აღნიშნულია ის ფაქტი, რომ პროკურატურამ არ წარუდგინა სასამართლოს 2013 წლის 17 მაისს დაზიანებული ავტობუსის ექსპერტიზის დასკვნა.

“2015 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ შეკრების მონაწილეთა თავდასხმისთვის ბრალდებული 4 პირი. თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებები მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რა კავშირი არსებობდა 2013 წლის 17 მაისს მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლასა და ბრალდებულების მიერ ჩადენილ ქმედებას შორის”, – ნათქვამია შეფასებაში.

საია აღნიშნავს, რომ ეს გარემოებები მიუთითებს იმას, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დაკისრებული ვალდებულება, ჩაეტარებინა გამოძიება არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, დაედგინა და დაესაჯა არასათანადო ქმედების ჩამდენი პირი.

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, პროკურატურა არაეფექტურად მუშაობს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების საკითხებზე, რაც მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს.

“ლგბტ თემზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ და ანგარიში გამოვყავით 17 მაისის საქმე. ეს საქმე საიამ სტრასბურგში წაიღო, მაგრამ გამოძიება ეროვნულ დონეზე მიმდინარეობდა და სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ყველა პირი, რომელიც ამ საქმეში ბრალდებული იყო, სასამართლომ გაამართლა. სასამართლომ მიუთითა, რომ პროკურატურამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება და სამუშაოების ჩატარება, რათა ნათელი გამხდარიყო, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს დანაშაული. პროკურატურა რეალურად არაეფექტურად მუშაობს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი დარღვევა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებულ პირთა განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ირაკლი ბასილაია (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი); ტიტალ დავრიშიანი, ბექა სალუქვაძე და გიორგი ბასიაშვილი. ბრალდებულად პირთა სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s