“ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, 2015 წლის ერთადერთი პოზიტიური ცვლილება, ყოველგვარი ძალადობის გარეშე 17 მაისის აღნიშვნაა, თუ შეიძლება ეს პროგრესად ჩაითვალოს”, – ასე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა “17 მაისის” დასმულ კითხვას, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე უპასუხა.

ღონისძიებაზე 2015 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაც გაიმართა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წლის 17 მაისს გამართული სამი აქციის მონიტორინგის შედეგად არ გამოვლენილა ძალადობის, აქციის ხელშეშლისა თუ ადამიანის უფლებადარღვევის არც ერთი შემთხვევა.

თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ 2013 წლის 17 მაისს განვითარებულ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ 2013 წლის 17 მაისს მომხდარ ძალადობაში ჩართული მოძალადეების გამართლება, სამწუხარო ფაქტია.

“2015 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშში ვამბობთ, რომ პროკურატურამ მუშაობა უნდა გააგრძელოს და 2013 წლის 17 მაისის აქციაში ჩართული მოძალადეები დასაჯოს, რათა დაუსჯელობის სინდრომი არ შენარჩუნდეს”, – ამბობს ნანუაშვილი.

ანგარიშში საუბარია ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებაც და ნათქვამია, რომ არასაკმარისადაა გათვალისწინებული მათი საჭიროებები, რაც ზოგ შემთხვევაში, მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევით სრულდება.

“ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებს აწყდებიან სამოქალაქო აქტების ჩანაწერში სქესის შეცვლისას, რაც თავის მხრივ, ხელშემშლელი ფაქტორია განათლების მიღების, დასაქმებისა თუ სხვა პროცესებში”, – ნათქვამია ანგარიშში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს წინადადებით მიმართა, კანონით დადგენილი წესის ბუნდოვანების გამო, საკითხი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური წესით დაერეგულირებინა, რეკომენდაციის შესრულებისათვის ქმედითი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალ ბაღში შეიკრიბნენ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, 2012 წლის 17 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოებას პლაკატებზე დაწერილი ფრაზების საშუალებით გააცნეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილებაში, რომელიც 2012 წლის 17 მაისს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრების მიერ აქციის დარბევას ეხებოდა, დაადგინა, რომ სახელმწიფომ მოსარჩელეებთან მიმართებაში თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა.

იხ: 17 მაისის წინააღმდეგობები საქართველოში – ქრონიკა

მამა იოთამ ბასილაია
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე, ტაბულა

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s