სოციალური ცენტრი “კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” თერაპიის (ძმები უბილავების  ქუჩა #8, მეტრო 300 არაგველების მიმდებარედ) სახლში ხვალ, 11 დეკემბერს გამოფენა-გაყიდვას გამართავს.

გამოფენა 11:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება და მისი მიზანი ცენტრის ფინანსური კრიზისის დაძლევა და მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, რომელიც მათი შრომა-თერაპიის შედეგია და მათ კეთილდღეობას, სიჯანსაღეს, სოციალიზაციას უწყობს ხელს.

ცენტრის მენეჯერის, თორნიკე რაზმაძის თქმით, სოციალურ ცენტრს დაფინანსების სხვა ალტერნატივა აღარ აქვს.

“ახლა ძირითადად გადართული ვართ ჩვენი პროდუქციის რეალიზაციაზე, ვინაიდან სხვა შემოსავლის წყარო ჩვენს ცენტრს რეალურად აღარ დარჩა. თქვენი თვალით უნდა ნახოთ, რას აკეთებენ ჩვენი ბენეფიციარები, რა შესაძლებლობები აქვთ მათ და ნახავთ, რომ შესაძლებლობები არათუ შეზღუდულია, არამედ გაფართოებულიც კია”, – ამბობს რაზმაძე “17 მაისთან” საუბარში.

გამოფენა-გაყიდვაზე შესაძლებელი იქნება შეიძინოთ: სურნელოვანი და ნატურალური სანთლები; მეორადი ქაღალდებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის ხელნაკეთი რვეულები, ჟურნალები, ბლოკნოტები და ა.შ.; სასაჩუქრე ყუთები; გობელინისა და თექისგან დამზადებული საშობაო პროდუქცია; ხის სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები; ხისგან დამზადებული მაგიდის ლამფები და სხვა ნივთები.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ცენტრი “კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” დაფინანსების შეწყვეტის გამო შესაძლოა დაიხუროს. სოციალური ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მათი ცენტრი აქამდე უცხოური დონორი ორგანიზაციების დაფინანსების შედეგად ფუნქციონირებდა, 2015 წლის ბოლოს კი ისინი დაფინანსების გამოყოფას წყვეტენ.

ცენტრის მისამართი: თბილისი, ძმები უბილავების ქ. 8.

ტელ. 277 63 07 ან 277 54 85

იხილეთ, რუკა:

ruka

IMG_3459 IMG_3430 IMG_3420 IMG_3457 IMG_3463

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s