10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1948 წლიდან აღინიშნება.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გადაწყვეტილებით, 2015 წელს 10 დეკემბრის მთავარი გზავნილია „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ყოველთვის“. გზავნილი უფლებებისა და თავისუფლებების მარადიული იდეის ირგვლივ ტრიალებს და იმ საქმიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც მათ დასაცავად და უზრუნველსაყოფად დღემდე გრძელდება.

საქართველოს სახალხო დამცველი კი 2013 წლიდან ყოველ ამ დღეს საზოგადოებას მიმდინარე წლის ანგარიშს წარუდგენს და ადამიანის უფლებებით კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აჯამებს.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს უმცირესობების მიერ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობის კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. რელიგიის თავისუფლების სფეროში კვლავ უმთავრეს პრობლემად რჩება რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებებზე გამოძიების დასრულება, დამნაშავეებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, გამოძიების მიმდინარეობისას სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და დანაშაულებრივი ფაქტების სათანადო კვალიფიკაცია.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ დრომდე არ დამდგარა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც 2012-2014 წლებში მუსლიმთა უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ, ისინი არ დასჯილან. ომბუდსმენის აზრით, ეს უფლებადარღვევის შემთხვევებს ახალისებს.

ომბუდსმენისვე განცხადებით, კვლავ პრობლემაა სასკოლო სივრცეში რელიგიური დისკრიმინაციისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა იმპლემენტაცია. კერძოდ, რამდენიმე შემთხვევაში განმცხადებლები უთითებენ რელიგიური ორგანიზაციების საწინააღმდეგო აქციებზე სკოლის მოსწავლეთა ორგანიზებული მონაწილეობის ფაქტებსა და მათი შესწავლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არასაკმარისი რეაგირების შესახებ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s