კრიშტიანო რონალდომ ბოლო ინტერვიუში უარი განაცხადა განეხილა თავისი სექსუალური ორიენტაციის გარშემო გავრცელებული ჭორები.

მან მხოლოდ აღნიშნა, რომ პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს.

რონალდომ ბოლო თამაშისას 4 გოლი გაიტანა, თუმცა თამაშის შემდეგ მან აღნიშნა, რომ გონებაში სულ სხვა რამეს ფიქრობდა.

“ვფიქრობ, რომ დღეს ფორმაში არ ვიყავი, რადგან პირადი პრობლემები მაქვს, თუმცა ამ საკითხზე საუბარი არ მსურს” – აღნიშნა რონალდომ.

რეალ მადრიდის ვარსკვლავის პირადი ცხოვრებით პრესა მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ინტერნეტში მის ახლო მეგობართან ერთად გადაღებული სურათი გავრცელდა შემდეგი კომენტარით : “ახალდაქორწინებულები”.

ერთ-ერთი ფრანგული ტელევიზიის მტკიცებით, კრიშტიანო რონალდოს თავის უახლოეს მეგობართან, ბადრ ჰარისთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რადგან იგი კვირაში მინიმუმ სამჯერ მიფრინავს მაროკოში, რათა მეგობარი მოინახულოს.

გამომდინარე იქედან, რომ რონალდოს უყვარს მოდა, აქსესუარები და თავის მოვლა, მისი სექსუალური ორიენტაცია წარსულშიც არაერთხელ გამხდარა ჭორების საგანი.

თუმცა მას ამ ჭორებზე მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდა :

“მე ჩემს სექსუალურ ორიენტაციასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და თავს კარგად ვგრძნობ”.

2010 წელს ფეხბურთელი პორტუგალიაში გეი ქორწინების დაკანონებას გამოეხმაურა და განაცხადა:

“მე პორტუგალიელი ვარ და ბუნებრივია, მაინტერესებს, რა ხდება ჩემს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს, რადგან ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებები და პასუხისმგებლობები უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნა კრიშტიანო რონალდომ.

წყარო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s