ომბუდსმენის ადამიანის უფლებათა 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის კუთხით მდგომარეობა ძალიან მძიმეა, განსაკუთრებულ შეშფოთებას კი ქალთა მკვლელობის შემთხვევები იწვევს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ ნახევარში ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება 17 საქმეზე დაიწყო. მათგან 9 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი, 3 დანაშაული კი გენდერული ნიშნით იყო მოტივირებული.

სახალხო დამცველი განსაკუთრებით შემაშფოთებელს უწოდებს პოლიციელების მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევებს. თუმცა, დამცავი ღონისძიებების გამოყენების ტენდენციის ზრდას აღნიშნავს.

ომბუდსმენის თქმით, კვლავ ძალიან მძიმე პრობლემაა ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხი.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველ ნახევარში, 16-დან 18 წლამდე პირთა 265 ქორწინება დარეგისტრირდა, თუმცა, გაცილებით მაღალია არაფორმალური ქორწინებები ადრეულ ასაკში.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება მშობლების ინიციატივაა და ზოგიერთ შემთხვევაში მათი მხრიდან შვილების იძულებასაც აქვს ადგილი. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, რომლის მიხედვითაც, 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება. ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 26 ნოემბერს პირველი მოსმენით მიიღო, შესაძლებლობას აძლევს სახალხო დამცველს, ასეთი ტიპის შემთხვევების პრევენცია მოახდინოს.

ომბუდსმენი მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდასაც და ხაზს უსვამს იმას, რომ აპარატმა მხარი დაუჭირა ქალთა მოძრაობის ინციატივას კვოტირების შესახებ, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში ყოველი მეორე ადამიანი განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

სახალხო დამცველისვე თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქალთა შრომითი უფლებების დაცვა და თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.

რაც შეეხება ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხს, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 2015 წელს ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში არსებული მდგომარეობა კეთილსაიმედოა. თუმცა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ თავშესაფრები არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პრობლემას წარმოადგენს გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირთა განთავსებაც.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1948 წლიდან აღინიშნება.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გადაწყვეტილებით, 2015 წელს 10 დეკემბრის მთავარი გზავნილია „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ყოველთვის“. გზავნილი უფლებებისა და თავისუფლებების მარადიული იდეის ირგვლივ ტრიალებს და იმ საქმიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც მათ დასაცავად და უზრუნველსაყოფად დღემდე გრძელდება.

საქართველოს სახალხო დამცველი კი 2013 წლიდან ყოველ ამ დღეს საზოგადოებას მიმდინარე წლის ანგარიშს წარუდგენს და ადამიანის უფლებებით კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აჯამებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s