ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი “საგას” რეკლამის ავტორებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დუმილი დაარღვიეს და განმარტებაც გააკეთეს.

რეკლამა TBC TV AD-მა გადაიღო. მისმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეკლამის გადაღების დროს ბავშვის უფლებები არ დარღვეულა, რადგან გადასაღებ მოედანზე ბავშვის თვალწინ არანაირ ბილწსიტყვაობას ადგილი არ ჰქონია. ამის დადასტურებად კომპანიამ ინტერნეტ სივრცეში რეკლამის დაუმუშავებელი ვერსია გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მაღაზიათა ქსელმა “საგამ” ვიდეო რგოლი გაავრცელა, სადაც არასრულწლოვანი სექსუალურ აქტს აღწერს. რეკლამაში არასრულწლოვანი მონაწილეობს.

“17 მაისთან” საუბარში იურისტმა ანა აბაშიძემ ვიდეო რგოლი ბავშვზე სექსუალური ძალადობად შეაფასა და აღნიშნა, რომ “სახეზე გვაქვს სიტყვიერი პორნოგრაფია, რომელიც არასრულწლოვანს ესმის და ეს ყველაფერი პირდაპირ ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვთა კონვენციას”.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლის სიუჟეტი არ შეესაბამება მოცემული ასაკის როგორც მონაწილე, ასევე, მაყურებელი არასრულწლოვნების შემეცნებითი და ემოციური განვითარების დონეს. მისი შეფასებით, ვიდეო რგოლი წარმოადგენს ძალადობრივ ზეწოლას მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე და უხეშად არღვევს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს.

წყარო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

 

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s