სახალხო დამცველის აპარატმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რათა მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობის დროს გათვალისწინებული იყოს შშმ პირთა საჭიროებები და “უნივერსალური დიზაინის” პრინციპები, – ამის შესახებ ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას ხშირად უგულებელყოფენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს და არღვევენ დადგენილ ნორმებს.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ შშმ პირებისთვის პრობლემურია ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის უფლების რეალიზება. ომბუდსმენმა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, სატელევიზიო გადაცემებისა და ფილმების მისაწვდომობა სხვადასხვა ფორმის, მეთოდის, საშუალებისა და ტექნოლოგიის გამოყენებით.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება. ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა სახალხო დამცველისადმი იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართვების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ახალი მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ მათთვის საარსებო შემწეობის უფლების მიღება საგრძნობლად გართულებულია.

ომბუდსმენი ინკლუზიური განათლების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, ამ პროცესში ჩართულები არ არიან. სახალხო დამცველის თქმით, სწავლების ხარისხი და უწყვეტობაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1948 წლიდან აღინიშნება.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გადაწყვეტილებით, 2015 წელს 10 დეკემბრის მთავარი გზავნილია „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ყოველთვის“. გზავნილი უფლებებისა და თავისუფლებების მარადიული იდეის ირგვლივ ტრიალებს და იმ საქმიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც მათ დასაცავად და უზრუნველსაყოფად დღემდე გრძელდება.

საქართველოს სახალხო დამცველი კი 2013 წლიდან ყოველ ამ დღეს საზოგადოებას მიმდინარე წლის ანგარიშს წარუდგენს და ადამიანის უფლებებით კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აჯამებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s