2013 წლის 17 მაისს აქციის დროს დაზარალებული პირების სასარგებლოდ სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

11დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ  2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილე პირთა (12 ფიზიკური პირი) სარჩელი დააკმაყოფილა, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პატივისა და ღირსების შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ.
მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის, ხოლო ერთ-ერთი მოსარჩელის სასარგებლოდ – 1500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელეები მოცემულ საქმესთან დაკავშირებით აღნიშნავდნენ, რომ იმ დროს როდესაც  საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებით სარგებლობდნენ, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მათი სათანადო დაცვა კონტრდემონსტრანტებისაგან, რის გამოც საფრთხე შეექმნა მოსარჩელეების არა მხოლოდ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, არამედ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოპასუხემ მომიტინგეების კონტრდემონსტრანტებისგან დასაცავად არ გამოიყენა იმ დროისთვის საჭირო პროპორციული ძალა.

აღნიშნული პირების ინტერესებს სასამართლოში საიას და ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“-ს ადვოკატები იცავდნენ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s