კვლევის შედეგად, სახალხო დამცველის აპარატმა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, საუკეთესო მაჩვენებელი წარადგინა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამჭვირვალე საქმიანობისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.

11 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ორგანიზაცია “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, 2010-2015 წლებში საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაზე საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, 2010-2015 წლებში გამოვლენილი ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები დაასახელეს.

“სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში უდიდეს ყურადღებას აქცევდა ინფორმაციის თავისუფლების საკითხებს და მომავალშიც გამოთქვამს მზადყოფნას მაქსიმალური ღიაობისა და აქტივობისთვის” – აღნიშნეს ღონისძიებაზე.

ღონისძიებაზე ასევე საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ ხაზი გაესვა იმას, რომ სახალხო დამცველის აპარატი ყოველ წელს  ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე საჯაროდ ორგანიზაციად სახელდება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s