საქართველოში ჯერ კიდევ არიან ბავშვები, რომლებიც სასკოლო განათლებას ვერ იღებენ.

როგორ უნდა მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია, სკოლაში დაბრუნება და კონკრეტული ბარიერების მოხსნა, რომლებიც განათლების მიღებაში ხელისშემშლელ ფაქტორებს წარმოადგენენ – ეს ის საკითხებია, რომლებზეც “ფრონტლაინ კლუბში” განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ეკა დგებუაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ყუფარაძემ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა, მარიამ ავალიანმა ისაუბრეს.

დღევანდელი მონაცემებით, სკოლის მოსწავლეების დაახლოებით, 10-15% არ ასრულებს სწავლას და ტოვებს სკოლას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემუშავებული აქვს 2 პროგრამა – ტრანზიტული და სოციალური ინკლუზია.

ტრანზიტული პროგრამის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფად ჯერჯერობით თბილისში არსებული 2 დღის ცენტრია აღებული, სადაც რისკ ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები არიან მოთავსებულები.

აღნიშნული პროგრამები დაახლოებით, 2 თვეა რაც დაიწყო და პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“ეს ბავშვები არათუ სკოლაში დავაბრუნეთ, არამედ სოციალური და აკადემიური უნარების განვითარება შევთავაზეთ. ამის პარალელურად, სპეციალურად გადავამზადეთ სკოლა და სკოლის ადმინისტრაცია, სადაც ეს ბავშვების განაგრძობენ სწავლას.

რაც შეეხება სოციალური ინკლუზიის პროგრამას, ამ პროგრამის ფარგლებში გვყავს დაახლოებით, 12 ათასი ბენეფიციარი. ამ პროგრამის სამიზნე ჯგუფი არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ პირადობა, მაგალითად – ბოშები, მესხები, შშმ პირები. ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები ფორმალურ განათლებაში ჩავრთოთ”, – აღნიშნა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ეკა დგებუაძემ.

მისივე თქმით, გარდა სოციალური ბარიერებისა, არსებობს ენობრივი ბარიერები, რის გამოც სასკოლო მოსამზადებელი კურსის შემოღება იგეგმება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა, მარიამ ავალიანმა ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაცია არც თუ ისე რთულია.

“სასკოლო ასაკის ბავშვების 95%, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა სკოლაში რეგისტრირდება. თუმცა, არსებობს სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, სადაც შედარებით რთული მდგომარეობაა. წელიწადში დაახლოებით 10-15%, ანუ 14 000 მოსწავლე ტოვებს სკოლას, თუმცა ამ რაოდენობის მეხუთედმა სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში განაგრძო.

ვერ ვიტყოდი, რომ ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთ-ერთი საუკეთეო მაჩვენებელი გვაქვს”, – აღნიშნა მარიამ ავალიანმა.

2016 წლიდან განათლების სამინისტრო უკვე არსებულ პროგრამების მასშტაბების გაზრდას გეგმავს და 2 დღის ცენტრის ნაცვლად, პროგრამაში 6 დღის ცენტრის ბენეფიციარების ჩართვა იგეგმება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s