შიდსი შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომია, რომელიც ლიმფოციტების რაოდენობის კლებით ხასიათდება და აივ ინფექციის ბოლო სტადიას წარმოადგენს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. სადღეისოდ, მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2015 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს.პ ცენტრში შიდსის ვირუსით ინფიცირების 5,331 შემთხვევა არის რეგისტრირებული. ინფიცირებულთაგან 3,932 მამაკაცია, 1,399 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. შიდსი 3,150 პაციენტს განუვითარდა, 1063 – გარდაიცვალა.

ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (48.6%) და დაუცველი სქესობრივი კავშირები. აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (1,875 შემთხვევა), შემდეგ არის სამეგრელო – 729 შემთხვევა, იმერეთი – 702 შემთხვევა და აჭარა – 627 შემთხვევა.

რა არის შიდსი და როგორ გადაეცემა ის? – ეს კითხვა “17-მა მაისმა” თბილისში, ფეხით მოსიარულეები დაუსვა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s