ვაღიაროთ, რომ ამ მიმართულებით საკმარისი ძალისხმევა ჩემმა გუნდმა ვერ გაიღო. თუმცა, იმის თქმა, რომ საერთოდ არ ყოფილა ინტერესის საგანი, სამართლიანი არ არის, რადგან მე იმ პოლიტიკურ ძალას წარმოვადგენ, რომელმაც გააკეთა მკაფიო ანტიდისკრიმინაციული ჩანაწერი კანონმდებლობაში, კონკრეტულად კი შრომის კოდექსში, ამ თემთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, მაშინაც იმავე ტიპის ჩანაწერი გაკეთდა, როგორც ახლა ანტიდისკრიმინაციულ კანონშია.
აღსანიშნავია ასევე სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებულ მუხლში ამ თემის ცალკე გამოყოფა. ისე არ გაიგოთ, თითქოს ამისთვის მადლობას ვითხოვთ. ბუნებრივია, ეს ასეც უნდა ყოფილიყო და სამწუხაროა, რომ ამ ჯგუფის შეუდარებლად დიდი პრობლემები გადაუჭრელი დარჩა.
გავიხსენებ 2012 წლის 17 მაისსაც, როდესაც LGBT თემს გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდა იმ მიზეზით, რომ სამართალდამცველები ამ კონკრეტულ ვითარებაში ადეკვატური რეაქციისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ეს სამწუხარო ინციდენტი იყო, მაგრამ მეორე დღესვე ამოიწურა, როდესაც აბსოლუტურად იდენტური შინაარსის, სრულფასოვანი მსვლელობა ჩატარდა. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ეს შემთხვევა მომდევნო წლების მსგავს ვითარებებს, საზოგადოებრივ კლიმატს და ხელისუფლების დამოკიდებულებას –თვისობრივ განსხვავებებს აღმოვაჩენთ. ნათელია, რომ ამ მხრივ ვითარება გაუარესდა.
რაც შეეხება მომავალს, აქაც, როგორც ყველა სხვა ჯგუფთან მიმართებაში, დაუსჯელობა უნდა აღიკვეთოს, ეს ადამიანები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ. არ უნდა იყოს განცდა, რომ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული ნაკლები ინტერესით იქნება გამოძიებული.
მნიშვნელოვანია განათლების საკითხი, იქ სადაც სახელმწიფოს როლი აქვს განათლებაში, მეტი უნდა გაკეთდეს სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, გიგა ბოკერია ლგბტ უფლებების შესახებ ’17 მაისთან’ ინტერვიუში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s